პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა.
საარჩევნო შტაბი თავად მერობის კანდიდატმა, თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის თბილისელებსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, პრემიერ-მინისტრს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქალაქში განსახორციელებელი პროექტების მიმართ იჩენს. ამ მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება საუბარი ქალაქის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ერთიანი ძალიხსმევით შევძლებთ, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებობს, ღირსეულად გავუმკლავდეთ. ჩვენი ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას”, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ლევან მაჭავარიანი წარადგინა და აღნიშნა, რომ საარჩევნო შტაბი იქნება ის ადგილი, სადაც ნებისმიერ თბილისელს საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელი. ამიტომ, მინდა, შტაბის ხელმძღვანელად წარმოგიდგინოთ ლევან მაჭავარიანი, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. ის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი გუნდის წევრია, ღირსეული ადამიანია და მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის მხრიდან აქვს ძალიან დიდი ნდობა. მას აქვს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ პირველივე ტურში უნდა გავიმარჯვოთ და დავამთავროთ არჩევნები. ამ მეტად საპასუხისმგებლო ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი, ყველას თანადგომა ლევან მაჭავარიანის და ჩვენი გუნდის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა, ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა შეინარჩუნოს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც რეალურად შეუძლია, შეინარჩუნოს და დაამყაროს გრძელვადიანი მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს განვითარება, აღმშენებლობა, კეთილდღეობა. სხვანაირად შეუძლებელია. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა, ულამაზესი სამშობლო გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად, ამით დააზიანოს დღევანდელი ვითარება და ქვეყნის მომავალი”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნას კახა კალაძის თანაგუნდელები, მხარდამჭერები, ასევე, ბიზნესის, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1757013877
საზოგადოებავოლსკი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხი...
1757011853
მსოფლიოჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო მილანში გლოვის დღე გამოცხადდა
მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო ქალაქში გლოვა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Il Giornale-ი იუწყება, გლოვის დღედ 8 სექტემბერი გამოცხად...
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.