პრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, ასევე მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოში - რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს.
კორპორაციის მფლობელმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აისახება.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია „ინდორამა“ მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს აერთიანებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, რუსთავის აზოტის სამეთველყურეო საბჭოს დირექტორი პრაკაშ კეჯრივალი და რუსთავის აზოტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ეფრემ ურუმაშვილი დაესწრნენ.
1752691227
მსოფლიოზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...
1752688899
მსოფლიოდამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა
დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...
1752687764
საზოგადოებამარიამ ლაშხმა და გიორგი გაბუნიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერ...
1752687705
საზოგადოებაგიორგი ჩიმაკაძე ევროკომისიის წერილზე: არ გეგონოთ, რომ ქართველმა ხალხმა არ ვიცით როგორ ჩარბოდით „ენჯეოები“ და ოპოზიცია ცრუ „დანოსებით“ საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად - თუ შედეგს მიაღწიეთ, არ გეგონოთ, რომ ვინმე სხვას დააბრალებთ
ევროკავშირ-ამერიკის ორი მოკავშირე სირია და ისრაელი კი ხედავთ ბომბავენ ერთმანეთის შენობებს და ჩვენ რაზე დაგვსდევენ სასაცილოა, ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას რომ არ გადავაყოლეთ ქვეყანა... აქაც კარგად ჩან...
1752684247
მსოფლიომარკო რუბიო: სავარაუდოდ, ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობა მოხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სირიელ დრუზებსა და ბედუინებს შორის მიმდინარე ბრძოლებმა, ისრაელისა და სირიის მთავრობებს შორის „გაუგებრობა“ გამოიწ...