მამუკა მდინარაძე: აშშ-ში ყოფილი ადმინისტრაცია რომ იყოს, იგივე ტურბულენტობა იქნებოდა დღესაც. პირდაპირპროპორციულია - ფული რამდენიც შემოუშვეს ქვეყანაში, იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც თემებზე; ფული დაიკეტა - პროტესტიც ჩაიფარცხა

გიწერენ, რომ გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენ ვისაც გვინდა დავაფინანსებთ და არც გეცოდინებათ, ვინ გეკითხებათ მე ვის დავაფინანსებო და გეუბნებიან გააუქმე კანონი, რომელიც შეეხება არასრულწლოვნების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს, თორემ შეგიწყვეტ ვიზალიბერალიზაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს არის შანტაჯი და ქართველი ადამიანი, ასეთ შანტაჟს არ წამოეგება და ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ღირსეულ მომავალზე წინ არაფერს დააყენებს.

მამუკა მდინარაძე ამ კომენტარით გამოეხმაურა ევროკომისიის იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს გაეგზავნა.

„შეუძლებელია ქართველმა კაცმა [ეს აირჩიოს] მე რომ ვიყო ახლა გარედან მაყურებელი პოლიტიკოსების, რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემ დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემ ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად. არ არის სწორი მოცემულობა, რომ მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩეველი ფიქრობს ასე. რადიკალური, აგენტურული ოპოზიციის ამომრჩეველიც ასე შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ მას დააჯერეს, რომ სინამდვილეში არ დგას ეს დღის წესრიგში. ამისთვის საქართველოში იხარჯებოდა ასეულობით მილიონი დოლარი. საბედნიეროდ, მერე, აშშ-ის მიერ USAID-ის გაუქმება და ა.შ., ბევრი რაღაც დაგვემთხვა, დაგვეწია და იმიტომ არის მშვიდი სიტუაცია, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე ადმინისტრაცია რომ იყოს, იგივე ტურბულენტობა, იგივე ჩხუბები და გამოსვლები იქნებოდა დღესაც. პირდაპირ პროპორციულია - ფული რამდენიც შემოუშვეს ქვეყანაში, იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც თემებზე; ფული დაიკეტა - პროტესტიც ჩაიფარცხა. რა არ მოხდა ქვეყანაში ათწლეულებს განმავლობაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოყვა გამჭვირვალობის იმ კანონს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ის ეწერა, ვალდებულება იყო, რომ რა ფულსაც მიიღებდნენ, ის დაედეკლარირებინათ. მივიღეთ 10-ჯერ მკაცრი კანონი ბოლოს - ფარას ამერიკული კანონის ანალოგი და ვეღარაფერი ქნეს. ანუ როგორ ხდება ეს? 3 წლის წინ გაგაპროტესტებინეს კანონი, გაყვირეს, დაგაჯერეს, რომ რუსული კანონი იყო და ათჯერ მკაცრ კანონზე, მერე ხმა ვეღარ ამოიღე, აღარ გამოსულხარ აღარ დაგიპოსტავს, აღარ გაგიპროტესტებია. რა მოხდა? კითხვა ხომ უნდა დასვა? მოგვიწოდებდნენ ომისკენ, ხედავ რა ხდება მსოფლიოში, ურემიც გადაბრუნდა სხვადასხვა მიმართულებით, მართლაც ცეცხლის ალშია რეგიონი გახვეული და ამ გადაბრუნებულ ურემზე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა გზა, ამ პროტესტში ბევრმა შენმა თანამოზიარემ თქვა, რომ რაღაც ისე არ ყოფილა და დღეს კიდევ იმავეს რომ იმეორებ ჯიუტად, რაშია საქმე? - მილიონები დაგახარჯეს, რომ შენ ასე გეფიქრა და თავში ეკაკუნებინათ, რომ იცი რა, ეს რუსულია ის რუსეთის უკანა ეზოა.

ვაბანკზე არიან წასულები, ან მართლა რუსეთს უნდა შეგაჩეჩონ ბოლომდე, (მინიმუმ ასეთი ეჭვი ჩნდება) ან ისე თავისკენ წაგიღონ, რომ პარტნიორი კი არ იყო და მართლა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი კი არ იყო, ღია კარში უნდა დაგაყენონ, იქიდან გახვეწნინონ და ასე თითის დაწკაპუნებით რასაც გიბრძანებენ, ის უნდა გაკეთებინონ. იომე - უნდა შევარდე ომში. არ იომებ? - მაშინ ამოგატრიალებ, დაგემუქრები, ხალხი გადაირევა, აღშფოთდება და მოვიყვან სხვა ხელისუფლებას და გავაკეთებინებ რასაც უნდა. თუ უნდათ, რომ ან რუსეთს შეგვაჩეჩონ, ან თავისკენ ამ ლოგიკით წაგვიყვანონ, არც ერთსა ვირჩევთ, არც მეორეს. ჩვენი სიმყარე იცი რაშია? ჩვენს სიძლიერეში და ქართველი ხალხის სიბრძნეში. ამიტომ არის რომ ასე მყარად ვდგავართ ორ ფეხზე, ვლაპარაკობღ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, სიძლიერეზე ევროპაში ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკაზე განვითარების სწრაფი დინამიკის თვალსაზრისით. რა სწრაფი განვითარება და სწრაფი დინამიკა და ეკონომიკური ზრდა, უბრალოდ ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვიდექი და ამ ფონზე გავდივართ ამ ბეწვის ხიდზე ასეთი წარმატებით. ვიღაცებს კი ჩამონგრევა უნდათ და არ ჩამოავანგრევინებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო

1752687764

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა და გიორგი გაბუნიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერ...

მარიამ ლაშხ