„ქართველ მეზღვაურთა შრომის შედეგად, საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა, იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც“ - ირაკლი კობახიძე

„უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის შეუცვლელ როლს ასრულებს. 

ქართველ მეზღვაურებს, ყველას ვინც აქ ბრძანდებით და მათაც, ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, შეუცვლელ როლს ასრულებს; ასევე უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის.

ეს მისია განსაკუთრებით ცხადია დღეს, როდესაც ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება; „შუა დერეფანი“ - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა დღეს საქართველოზე გადის; რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი ყოველდღიური შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა; ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს 74 სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისათვის 18 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისათვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისათვის.

„ეს პროცესი გრძელდება; სულ მალე, პირველი ივლისიდან ძალაში შევა კანონი, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომლითაც კიდევ უფრო უკეთ დარეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სახელმწიფო უფრო ეფექტურად შეძლებს, დაიცვას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დროშით მცურავ გემებზე დასაქმებული ჩვენი მეზღვაურების უფლებები და ინტერესები.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727524871

სოციალური მედია

,,მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი, ერთი სიცოცხლე მაქვს და ბევრ დღედ გარდაიქმნება” - გია მურღულია

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:  „მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი.ერთი ს...

საზოგადოება

1727522279

საზოგადოება

,,ტემპერატურა კი შედარებით დაბალი იქნება” - მეტეოროლოგის პროგნოზი

 მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.  „აჭარის სანაპირო ზოლში - მზიანი და წყნარი, დასავლეთის დაბლობზე - მზიანი, მაგრამ ქარიანი, აღმოსავლეთის ბარ...

კობა ფარტენაძე

1727517909

სოციალური მედია

,,შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!” - გიორგი მამაცაშვილი თარგამაძეს მიმართავს

გამომცემლობა „რეპორტიორის“ დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი „ქართული ოცნე...

გიორგი მამაცაშვილი

1727513702

საზოგადოება

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა.  კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტი...

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

1727511974

საზოგადოება

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქარ...

ამინდი