რატი იონათამიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც ორგანიზების მხრივ იქნება სანიმუშო და ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება - პროცესიც იქნება მშვიდი და დემოკრატიული

რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც ორგანიზების მხრივ იქნება სანიმუშო და ბევრად უდრო უკეთესი, ვიდრე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება - საარჩევნო პროცესიც იქნება მშვიდი და დემოკრატიული.
გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.
კითხვაზე, რა წინაპირობა შეიძლება შექმნას ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე არჩევნების ჩატარებამ, იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა არ ხდება, თუმცა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ სპეკულაციისთვის სივრცე არ დაეტოვებინა. იონათამიშვილის თქმით, პრემიერმა ბრიფინგზე ისაუბრა, რომ გარკვეული რისკი არსებობდა მისიას თავი შეეკავებინა საქართველოში ჩამოსვლაზე. კერძოდ, ვერ გაეძლო განხორციელებული წნეხისა და ბულინგისთვის.
„საბოლოო ჯამში, ეს ასეც მოხდა და აქ არ შეგვიძლია, არ გავიხსენოთ, როგორი ბულინგის ქვეშ მოჰყვა ამ მისიის წარმომადგენლობა, თუნდაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ თქვეს, არჩევნები შედგა და „ქართული ოცნება“ იყო არჩეული ხელისუფლება. გვახსოვს, მათ ბრიფინგი მაშინ ოპოზიციურმა არხებმა, პროპაგანდისტულმა საშუალებებმა პირდაპირი ეთერიდანაც კი გაიყვანეს და გვახსოვს, როგორ აბულინგებდნენ მისიის ხელმძღვანელ პირებს თუ მის წარმომადგენლებს.
„ფაქტია, არსებობენ ევრობიუროკრატები, არსებობენ ეს ძალები, ვისაც არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში ვნახეთ ჩვენ ამის მაგალითი, მათ შორის აშშ-შიც ვნახეთ მათი მხრიდან იმის მაგალითი, რომ როდესაც მოსწონთ არჩევნების შედეგები ერთს ამბობენ, როდესაც არ მოსწონთ, მეორეს და ხალხის ნება მათ არ აინტერესებთ.
სამაგიეროდ, ჩვენთვისაა გადამწყვეტი ხალხის ნება და არჩევანი. ჩვენ ვალდებულება არის და იქნება ყოველთვის, რომ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება, არჩევანი დავიცვათ ბოლომდე და მივცეთ მათ. შესაბამისად, არანაირის საფრთხე არ შეექმნება ამ ყველაფერს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც ორგანიზების მხრივ იქნება სანიმუშო და ბევრად უდრო უკეთესი, ვიდრე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება. პროცესიც იქნება მშვიდი და დემოკრატიული.
1757620270
საზოგადოებაპრემიერი: სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად ჩანს, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც არჩევნებში და არც ქუჩაში
სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, არც ქალის სახე აქვთ, არც კაცის, არც ქართველის, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად...
1757620171
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს
როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...
1757618565
საზოგადოებაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...
1757616318
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....
1757614098
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...