რევაზ სოხაძე: ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს ჩაიბარებს

„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს და ეს მიდგომა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეფერხებები დღესაც არსებობს და იგივე სტანდარტი გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც მომავალში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, შესრულებული სამუშაოს ნებისმიერი ხარისხით ჩაბარებას.

„მინდა, ეს გზავნილი ყველამ გაითვალისწინოს - ტენდერის მოგება არ ნიშნავს, რომ ობიექტი ნებისმიერ ფასად ჩაჰბარდება. ყველასგან უმაღლეს ხარისხს მოვითხოვთ. სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს გარკვეული შეფერხებები, რადგან, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნის სერიოზულობა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ამ მიმართულებით უკომპრომისოები ვიქნებით და სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ“, - აღნიშნა სოხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784571373

მსოფლიო

ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძალიან ძვირი დაუჯდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ. „ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძა...

დონალდ ტრამპი

1784569137

ახალი ამბები

თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება

„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება“,- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა...

თორნიკე სულაბერიძე

1784567176

ახალი ამბები

გერმანიაში საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზ...

გერმანიაში საქართველოს ელჩი

1784565529

სპორტი

FIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC

„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...

მსოფლიო ჩემპიონატი

1784564439

ახალი ამბები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...

პროკურატურა პროკურატურა