რომან გოცირიძე ეროვნულ ნაკრებზე: ღმერთი სპორტში ნეიტრალურია, არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი

,,ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის?," - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “ვერ გადაურჩა” საპატრიარქოში ვიზიტს. პოლიტიკოსის თქმით, ღმერთის ხელი არ ურევია ნაკრების კარგ თამაშში, ვინაიდან, სპორტში ღმერთი ნეიტრალურია.

“ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? ან რომელი ქვეყნის ეკლესია მიიწვევს თავისთან და ირიბად შეახსენებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა?

ყველა პოპულარულ ადამიანს, სპორტსმენი იქნება, მომღერალი თუ პოლიტიკოსი, საპატრიარქო თავისთან იბარებს და საჯაროდ აჩოქებს, რომ თავის ძლევამოსილებას გაუსვას ხაზი. ვერც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები გადაურჩა ამას. რას ვიზამთ, უარის თქმასაც ვისწავლით. ყველაფერი ერთ დღეში არ მოდის.

რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს მათი დამსახურებაა. ღმერთი სპორტში ნეიტრალურია. არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი. ერთხელ ჩაერია, ისიც უსამართლოდ, როცა მარადონას ხელით გაატანინა და იმის მერე ასეთი რამ არ ჩაუდენია. ღმერთი აბა რის ღმერთია, თავისი შეცდომა თუ არ გამოასწორა”, - წერს გოცირიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728134097

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ

 „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას...

გიორგი კალანდარიშვილი

1728133617

სპორტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ტურნირზე ასპარეზობა 8 მედლით დაასრულა.  მედლები მოიპოვეს: ლუკა მარტიაშვილმა (80კგ) ოქრო, თემურ სიმსივემ (110კგ) ო...

მოჭიდავეები

1728131020

ჰოროსკოპი

,,საკმაოდ ხანგრძლივი ტრანსფორმაცია გელით” - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

 როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა. როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვე...

სოფია ბზეკალავა

1728124342

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს

 მიმდინარე შაბათ-კვირა გარდამტეხი იქნება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის, რომლებიც საბოლოოდ შეძლებენ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.   კურო კუროსთვის ეს შაბათ-კვირა იქნება დრო, როცა ყველაფერი, რაც შეუძლებლ...

ჰოროსკოპი

1728119292

საზოგადოება

5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

 დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:  5 - 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე - ,,თბილისური ბაზარი“ღ...

ბინა