საგარეო უწყების სტრუქტურის მიხედვით, რეორგანიზაციის შემდეგ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და „ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრი“ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განაგრძობენ ფუნქციონირებას

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, ცალკეული მედიასაშუალებები აქტიურად აქვეყნებენ დაუდასტურებელ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, ასევე, „ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრი“ უქმდება და ფუნქციონირებას წყვეტს.
„იმედინიუსი“ დაინტერესდა, რა ხდება რეალურად მას შემდეგ, რაც დიპლომატიურ უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ჩვენ მოვიპოვეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც უწყების რეორგანიზაცია ხორციელდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში, რომელიც 2025 წლის 29 აპრილით თარიღდება და რომელიც სამინისტროს თანამშრომლებს რეორგანიზაციის შესახებ დაეგზავნათ, აღნიშნულია, რომ მიმდინარე ცვლილებები საგარეო პოლიტიკური მიზნების ეფექტიანად განხორციელებას ემსახურება და სამინისტროს სტრუქტურის იმგვარად გარდაქმნას ისახავს მიზნად, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს ბევრად უფრო ეფექტიანად უპახუსებს. შესაბამისად, მიმდინარეობს არსებული კადრების ოპტიმიზაციაც.
„მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუდმივად ხორციელდებოდა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, თანამედროვე საჭიროებებით განპირობებული ფუნდამენტური ანალიზი და სისტემის კომპლექსური რეფორმა არასდროს განხორციელებულა.
სწორედ ამიტომ, დავიწყეთ მუშაობა საქართველოს საგარეო უწყების რეფორმაზე, რომლის ეტაპობრივი განხორციელებაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ჰქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს გარეთ, ოპტიმალური ცენტრალური აპარატი და ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი.
რეფორმის შედეგად, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესაბამისად, გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ; ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების არეალის გაფართოებას; გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; ცენტრალური აპარატის ეფექტიანობისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებისთვის, შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს; სამინისტროს ფუნქციონირებისთვის ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსით უზრუნველყოფაზე იზრუნებს რესურსების მართვის გენერალური დირექტორატი; სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეერწყმება სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; დამწყები დიპლომატებისთვის ამოქმედდება ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც ასევე მოიცავს საზღვარგარეთ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი სამსახურის/პრაქტიკის გავლას.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეძლო პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობის შექმნა. დაგროვდა დიდი გამოცდილება და ამასთან ერთად, საჭიროებებიც კარგად გამოჩნდა. გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საგარეო ასპარეზზე.
რეფორმამ შესაძლებლობა უნდა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ მოახმარონ საკუთარი გამოცდილება სახელმწიფოს ინტერესების დაცვას; ახალგაზრდა თაობას კი უნდა გაუჩინოს უკეთესი შესაძლებლობები საგარეო სამსახურში დაიმკვიდროს თავი ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე; ამასთან, ყველას მიეცეს კარიერული ზრდის ობიექტური შესაძლებლობები.
საგარეო სამსახურის რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდება რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“, - აღნიშნულია მინისტრის წერილში.
როგორც სამინისტროს განახლებული სტრუქტურიდან ჩანს, რეორგანიზაციის შემდეგ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და ასევე, „ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრი“ უშუალოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, შესაბამისი მიმართულების დეპარტამენტებში განაგრძობენ ფუნქციონირებას.
1749308969
ახალი ამბებიტაძარში ფრესკის ხატვისას კაცი ხარაჩოდან გადავარდა და დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა ხონში
ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის კაცი ტაძარში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. არსებული ინფორმაციით,...
1749307723
ახალი ამბებითბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება
გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად აიკრძალებ...
1749307458
ახალი ამბებიჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს: მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს, თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი
„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პ...
1749304987
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება
საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1749300924
საზოგადოებამაჭავარიანი: როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - გარე უფროსები ფსონს კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ
როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლე...