საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებლის შეხვედრის ფარგლებში უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კომპანია PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, ასევე ტურისტულ პოტენციალს და სხვადასხვა სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
კომპანიის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ბიზნესისადმი მეგობრულ გარემოს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, PRYPCO-სა და საქართველოს მთავრობას შორის უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და PRYPCO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ამირა საჯვანიმ.
პროექტი მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო და გამჭვირვალე ტოკენიზაციის პროცესის დანერგვას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამართლებრივ და ტექნოლოგიურ საკითხებში, შეისწავლიან საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის განვითარების შესაძლებლობებს და საჯარო სერვისების სისტემებთან მის თავსებადობას.
1768235579
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საედ ბინ...
1768232762
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსსა თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში
სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვ...
1768231222
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ინტერესია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაღრმავდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დამატებით გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს....
1768229705
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მ...
1768229573
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...



























