საქართველოსა და კორეის ცენტრალურ ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი იწყება

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სიახლე, ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, ასევე ხელი მოეწერა სებ-სა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაიგეგმა უნაღდო ანგარიშსწორების პროექტის განხორციელება. ამ მიზნით, საქართველოს ეწვია კორეის ცენტრალური ბანკის და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) წარმომადგენლობითი დელეგაცია.
ვიზიტის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლების და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, რეგიონალურ მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი არა აზიური ქვეყანა რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.
პროექტი ეფუძნება კორეის ცენტრალური ბანკის წარმატებულ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებას გადახდების მოდერნიზაციის მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, მომხმარებელთა ქცევისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების ანალიზი და ფინანსური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო და ფინტექ ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან და ფინტექ კომპანიებთან.
პროექტის მომდევნო ეტაპებზე გათვალისწინებულია დეტალური ანალიზისა და შეფასების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის, რეგულაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გადახდების სისტემის განვითარებაში, გააუმჯობესებს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას, გააძლიერებს გამჭვირვალობას და ხელს შეუწყობს საგადახდო ეკოსისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.
1752675239
საზოგადოებავილი სანიოლი: მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი და პოზიტიური ამბავი იყო ქართული ფეხბურთისთვის, გუნდს ბევრ ქულას მოუტანს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. „როდესაც, ნაკრების პირველი ნომერი მეკარე „ლივ...
1752674174
მსოფლიოუკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება უკრაინის უმაღლეს რადაში. კონფლიქტი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის გადადგომის საკითხის განხილვამდე ათი წუთით ადრე დაიწყო. პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტ...
1752673010
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლათს შეხვდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორი...
1752671461
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1752671273
საზოგადოებაფაშინიანი: სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე საკუთარ წევრობას აღადგენს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიამა განაცხადა, რომ ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე წევრობას აღადგენს. „უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენ დავტოვებთ...