სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა მიიღო
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს.
პროექტი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა და იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც დოკუმენტში აისახა.
„კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი და შესაბამისი დასკვნა მომზადდა. ეს სექტორებია - საკვების პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი.
შეხვედრების ფარგლებში, კომისია 70-მდე კომპანიას შეხვდა, რომლებიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორში ძირითად მოთამაშეებს წარმოადგენენ. პარალელურად შესწავლილ იქნა 80-ზე მეტი კომპანიის საოპერაციო ხარჯები და ბიზნეს პროცესები შევისწავლეთ. სამი თვის განმავლობაში ჩატარდა საველე კვლევები და საკვები პროდუქტების ფასების მონიტორინგი მიმდინარეობდა. პროდუქტების ბაზრის შესწავლის და მისი გაანალიზების შედეგად გამოვლინდა თუ როგორ ფუნქციონირებს ქართული ბაზარი და თუ რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს და ევროპის ქვეყნების ბაზრებს შორის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ სამივე სექტორის შესწავლის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე დეტალურად ისაუბრა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინა.
რეკომენდაციების ნაწილი შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საკითხებს, ასევე ადგილობრივი კომპანიებისთვის საოპერაციო ხარჯების და პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის შემცირების მნიშვნელობას.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება და უფრო დეტალურად დამუშავდება.
დასკვნის პროექტთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ სახელით, კომისიის წევრებს კენჭისყრის გადადების რეკომენდაციით მიმართა.
„კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისთვის, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ და კონკრეტულ რეკომენდაციებზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ და მხოლოდ მას შემდეგ დავუჭიროთ მას მხარი“, - აღნიშნა კომისიის მდივანმა.
ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი დასკვნას მხარს არ დაუჭერს.
„საქართველოში თუ გვინდა ფასებმა კლება დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ თუ გჯერათ, რომ ამ დასკვნის რელიზების შემდეგ საქართველოში ფასები კლებას დაიწყებს, წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
პროექტზე მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, კომისიის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს კენჭი უყარეს. დასკვნის პროექტი კომისიამ 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.
1777645887
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირ...
1777644928
საზოგადოებაგია ცაგარეიშვილი: რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით
რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების სახით, - განაცხადა „დ...
1777643818
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. ავთანდილ კუნჭულია მანამდე სუს-ის ადმინისტრა...
1777643241
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს
ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ სა...
1777642117
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე...





























