შალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით შემოაპარა სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ რევოლუციური სცენარი

ყველა ობიექტური კვლევა აჩვენებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის პრობლემა არ ჰქონდა და ადგილობრივ არჩევნებსაც დამაჯერებლად იგებდა. ამიტომ, ახალმა რევოლუციურმა გეგმამაც არ დააყოვნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართულმა სახელმწიფომ უცხო სპეცსამსახურებისა და მათთან მოთანამშრომლე შიდა ძალების მიერ დაგეგმილი და შესრულებული დარტყმა მიიღო.

,,არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით, შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შედეგის გამოქვეყნებისთანავე რევოლუციური პროცესის დაწყების სცენარი. ფაქტების ქრონოლოგიისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით საქართველოში შემოპარვამდე ორი დღით ადრე სააკაშვილი ბრიუსელის კორიდორებში დადიოდა და შეხვედრებს მართავდა. რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტურებმა სააკაშვილი არჩევნების წინა ღამეს დააკავეს.

მავრმა თავისი საქმე ვერ გააკეთა, თუმცა მავრი მაინც სასარგებლო აღმოჩნდა, არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციამ მორიგი ისტერია დაიწყო სააკაშვილის გამოგონილ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მას თითქოსდა შიმშილობის გამო ემუქრებოდა. იწერებოდა წერილები, ეწყობოდა აქციები, უცხოელი ელჩები ცრუ დემარშებით და ფატალისტური კითხვით - „და, რომ მოკვდეს?“ - ცდილობდნენ მთავრობის შანტაჟს, სააკაშვილის კურატორი ბალტიელი ევროპარლამენტარები მართავდნენ დებატებს, იღებდნენ რეზოლუციებს და ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ, რათა ხელისუფლებაზე უკანონო ზეწოლით სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან დაეხსნათ და განზრახული რევოლუცია ხახვივით შერჩენოდათ. თუმცა ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. სააკაშვილი ჰიპოკრატეს ფიცს გადაბიჯებული ექიმების მიერ დასმული დემენციისგან სასწაულებრივ განიკურნა და მშვიდად აგრძელებს მისი კანონიერი სასჯელის მოხდას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747218492

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშ...

პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო

1747217807

საზოგადოება

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გა...

პოლიტიკოსები

1747216217

საზოგადოება

ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის თანამდებობა დატოვა

ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია ლევან ზოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ...

ლევან ზოიძე

1747216152

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: 2003-2012 წლებში ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტში გამართულ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომას ეხმიანება, სადაც ნანა ქადაგიშვილის და მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილე...

დავით ჩიხელიძე

1747216116

საზოგადოება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა...

გიორგი მურვანიძე