დავით ჩიხელიძე: 2003-2012 წლებში ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტში გამართულ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომას ეხმიანება, სადაც ნანა ქადაგიშვილის და მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ექსპერტის შეფასებით, ასეთი მძიმე სურათი იყო 2003-2012 წლებში, ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანებს არ ჰქონდათ დაცვის უფლება, ადამიანის წამება და ბიზნესის ჩამორთმევა ყოველდღე რუტინას წარმოადგენდა.

„საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნაციონალური რეჟიმის მმართველობის დროს, დაზარალებულ კიდევ ერთ ადამიანს, ნანა ქადაგიშვილს მოუსმინეს, რეჟიმმა სამაგალითოდ დასაჯა ნანა ქადაგიშვილი, მისი შვილი არჩილ ქადაგიშვილი და მეუღლე ამირან ქადაგიშვილი, მათ "დანაშაულს" ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე უარის თქმა წარმოადგენდა. ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე გივი თარგამაძემ, ბატონ ამირანს რევოლუციის დაფინანსება მოსთხოვა, მან დაფინანსებაზე უარი მიიღო, რაც ქადაგიშვილების ოჯახზე განხორციელებული რეპრესიების საფუძველი გახლდათ. საგულისხმოა იმ დროინდელ ციხეში არსებული პირობები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, რომელიც პატიმარს ელემენტარულ პირობებს შეუქმნიდა, ციხეში არ იყო პატიმრებისთვის საკმარისი საწოლფონდი, რის გამოც პატიმართა დიდ ნაწილს დღე ღამის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი ეძინა, აღნიშნულს ემატებოდა არაადამიანური მოპყრობა, რაც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამოიხატებოდა.

რეჟიმისთვის ასევე ჩვეული მოვლენა იყო ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როგორც ეს ქალბატონი ნანას შემთხვევაში განხორციელდა, მას გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის სიკვდილით დაემუქრნენ.

ასეთი მძიმე სურათი იყო 2003-2012 წლებში, ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანებს არ ჰქონდათ დაცვის უფლება, (ფორმალობად იყო ქცეული) ადამიანის წამება და ბიზნესის ჩამორთმევა ყოველდღე რუტინას წარმოადგენდა.სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოების აბუჩად აგდება და თვალებში ნაცრის შეყრა არის!“ - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია