შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიას შორის ისტორიულ კავშირებს და განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.

„აღინიშნა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

იორდანიის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იორდანიაში მდებარე რელიგიურად მნიშვნელოვან ადგილებზე, მათ შორის, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, რომლის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. მათი თქმით, დიდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით.

აგრეთვე, დადებითად აღინიშნა საქართველოთი დაინტერესება იორდანელი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ.

დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის მტკიცე მხარდაჭერა.

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში მიიწვიეს.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში იორდანიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789650878

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და...

პრემიერ-მინისტრი

1789650768

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1789648500

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა...

ცესკოს თავმჯდომარე

1789648275

საზოგადოება

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის...

გივი მიქანაძე

1789646939

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად

„ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში“, - განა...

ლევან მაჭავარიანი