შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იორდანიის გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოს გადაეცა მიწის ნაკვეთი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, სადაც იგეგმება ქართული კულტურის ცენტრის აშენება.
მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მზაობა. აღინიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მცირე ხნის წინ განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი იორდანიაში.
სენატის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
შეხვედრა შედგა ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
1753983382
საზოგადოებაკახა კალაძე: მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო
ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვიყო თბილისის სამსახურში - მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ასე მიმართა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბი...
1753983330
საზოგადოებაკახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს
თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების...
1753983278
საზოგადოებაპრემიერი: „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი, დედაქალაქის მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი - კახა კალაძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედ...
1753982834
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური: „ყაზბეგის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი განგაშის სისტემის აქტივაციის გამო დროებით მუშაობას წყვეტს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ყაზბეგის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი განგაშის სისტემის აქტივაციის გამო დროებით მუშაობას წყვეტს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...
1753982780
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ
დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს. პირველ რიგში, მინდა გავიხსენო, რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად...