შალვა პაპუაშვილი პატრიარქზე: განსაკუთრებული მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც ვფიქრობ ძალიან გააძლიერებს შემდეგ პატრიარქს. სრული ნდობა მაქვს წმინდა სინოდის, რომ გამოავლენს ყველაზე საუკეთესოს ამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობისთვის
„მჯერა, რომ ამ პროცესის უკან არის რაღაც საკრალური, სულიერი. ის, რასაც განგება განაპირობებს. ასე, რომ ვფიქრობ ჩვენ სრული ნდობა უნდა გვქონდეს წმინდა სინოდის მიმართ, რომ ისინი გამოარჩევენ ისეთ ადამიანს საპატრიარქო ტახტისთვის, რომელიც ღირსეულად გაუძღვება ჩვენს ეკლესიას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ როგორ პატრიარქს ისურვებდა.
პაპუაშვილის თქმით, ილია მეორემ განსაკუთრებული მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც ძალიან გააძლიერებს შემდეგ პატრიარქს.
„ჩვენ გვყავდა უნიკალური პატრიარქი, ილია მეორის სახით, რომელიც ნახევარი საუკუნე უძღვებოდა ჩვენს ეკლესიას, რომლის თაობაც ვართ ჩვენ სუყველა, თითოეული ვინც აქ ვართ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მისი პატრიარქობისასაც მოვინათლეთ. ის ადამიანები, რომლებმაც ეკლესია, ქრისტიანობა მისი პატრიარქობის დროს შევიმეცნეთ. ასე, რომ განსაკუთრებული პატრიარქი იყო, ამავე დროს განსაკუთრებული მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც ვფიქრობ ძალიან გააძლიერებს შემდეგ პატრიარქს. ამიტომ, მე სრული ნდობა მაქვს წმინდა სინოდის, რომ გამოავლენს ყველაზე საუკეთესოს ამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1774601242
ახალი ამბებიფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - ახალი წესი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება
ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალ...
1774601105
ახალი ამბებიპაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა
ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე...
1774600137
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები
ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვ...
1774598445
ახალი ამბებიიუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1-ელ აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს...
1774596626
ახალი ამბებიაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 8-დან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს - იხილეთ კონკრეტული გრაფიკი და მიმართულებები
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს. მათი ინფორმაციით, რეისები შემდეგ მიმართულებებს დაემატება: თბილი...




























