შალვა პაპუაშვილი: პაველ ჰერჩინსკიც მონაწილეობდა ამ არჩევნებში და დამარცხდა, როგორც ოპოზიცია, ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ფაქტობრივად, ვენდეტა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მათ შორის, პირადად ევროკავშირის ელჩი ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„გეტყვით ფაქტებს. აბსტრაქტულად რომ არ ვილაპარაკოთ, შევხედოთ, არის თუ არა ეს ჩარევა, მაგალითად, 26 ოქტომბერს გვქონდა არჩევნები და 4 ოქტომბერს პაველ ჰერჩინსკი ამბობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები არის შემზარავი და სამარცხვინო“. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს ერთ-ერთი პარტიის ბანერების შეფასებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ბანერებთან დაკავშირებით იყოს რაღაც მოსაზრება და ეს იყოს რეკომენდაცია, რადგან საქართველოს გაცხადებული პრიორიტეტი, რომელიც კონსტიტუციითაც არის გამყარებული და მოსახლეობის არჩევანია, რომ გაგრძელებული იყოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ევროკავშირი კი გვიწესებს კონკრეტულ პირობებს და კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეიძლება, მიგვიღონ ევროკავშირში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს სწორი იქნებოდა, თუ ჩვენ ვიაზროვნებდით მე-19 საუკუნის, ან მე-20 საუკუნის დასაწყისის სტილში, როდესაც არსებობს მეტროპოლია და არსებობს პერიფერია, ან ვიაზროვნებდით საბჭოთა კავშირის სტილში, როდესაც არსებობს მოსკოვი, ცენტრი და არსებობს პერიფერია.
„ახლა ბატონ ჰერჩინსკის თუ უნდა, რომ მთავარმართებლის როლი ითამაშოს, ეს სხვა არის, მაგრამ არავინ არ ეკითხება არცერთ ელჩს საარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნებამდე 22 დღით ადრე შეაფასოს ერთ-ერთი პარტიის ბანერები და ამით პირდაპირ გამოთქვას, ამ პარტიას ჩვენ გვერდით არ ვუდგავართო. 2024 წლის 7 ოქტომბერს, როცა არჩევნებამდე 19 დღეა დარჩენილი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს „არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტი სამართლიანი არჩევნების ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნის“. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს ჩვენი კონსტიტუციური პროცესები? ვინ ეკითხება? დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და ახლა რა, პაველ ჰერჩინსკის ანგარიშის გაწევის გამო ჩვენ ჩვენს კონსტიტუციურ პროცესებს არ მივხედოთ? ვინ ეკითხება ელჩს, ჩაერიოს შიდა საქმეებში?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი სწორედ ამას ამბობს, რომ იმ პრივილეგიების სანაცვლოდ, რაც აქვს დიპლომატს ქვეყანაში, რომ ის არის ხელშეუხებელი, რომ გადასახადებს არ იხდის და ა.შ, მას აქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში.
„ეს, რა თქმა უნდა, ჩარევაა. ბოლოს, 2024 წლის 22 ოქტომბერს, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე პაველ ჰერჩინსკი ფაქტობრივად, მოწოდებით გამოდის „გთხოვთ, წადით არჩევნებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მთავრობის მოქმედების შედეგად“. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ამომრჩეველს ეუბნება, აი, „ქართული ოცნება“, მისი ბრალია ეს ყველაფერი. „ახლა ყველა ხმა მნიშვნელოვანია, გადით და მიეცით ხმა თქვენს მომავალს, კარი გავაღეთ საქართველოსთვის, ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს, ეს არის თქვენი არჩევანი“. ეს არის პირდაპირი საარჩევნო მოწოდება პაველ ჰერჩინსკის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის, პირველი განათლებით არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და შეუძლია თქვას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია სათამაშო არ არის.
„ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ სათამაშო კი არ არის?! დღეს, როცა ედავებიან რუსეთს, რას ედავებიან? ედავებიან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. რა არის საერთაშორისო წესები? ეს არის საერთაშორისო კონვენციები, რომელიც საუბრობს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და ა.შ. რას ამბობს ვენის კონვენციის 41-ე მუხლი? ამბობს, რომ დიპლომატს აკრძალული აქვს, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის საშინაო საკითხებში. რატომ? იმიტომ, რომ არ შეეხოს მის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის შიდა საქმეებს. პაველ ჰერჩინსკიმ რამდენჯერმე დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი. მონაწილეობდა არჩევნებში, ისიც დამარცხდა ამ არჩევნებში, როგორც ოპოზიცია და ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ფაქტობრივად, ვენდეტა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, იმ ხალხის, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რასა იუკნევიჩიანე იქნება ეს, თუ სხვები. ამას ვხედავთ ჩვენ საბოლოო ჯამში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1749221146
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ
მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...
1749219455
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე
„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...
1749218948
საქართველოსუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...
1749218226
ახალი ამბებიგია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა
„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...
1749217855
მსოფლიოThe Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...