შემოქმედელი მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

“მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას, ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია“, - ასე მიმართავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
მიტროპოლიტის მიმართვის ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაცაა, რომელსაც სთხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ხელისუფლებაც და მთლიანად საქართველოც.
შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილის ზიარების ფაქტსაც ეხმაურება და აღნიშნულისთვის მას მადლობას უხდის. როგორც მიტროპოლიტი იოსები განმარტავს, სასულიერო პირის უპირველესი მოვალეობა სწორედ ის იყო, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან აღსარება ჩაებარებინა და ის ქრისტეს სისხლისა და ხორცისთვის ეზიარებინა.
მისივე თქმით, ციხესა და საავადმყოფოში მყოფი ადამიანისთვის მარხვის დაცვა სავალდებულო არაა, რადგან ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია.
„ვაი თქვენდა ფარისეველნო, სადუკეველნო და მწიგნობარნო, რამეთუ სასუფევლის კარებში დგახართ, არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ), რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა. ამიტომ გეუბნებით მე თქვენ, ბრძანებს უფალი: მონანული ავაზაკების, ქურდების, მრუშების, მკელობლების და სხვა ცოდვის ჩამდენთა მიმართ, ისინი შევლენ სასუფეველში, რამეთუ მირწმუნეს და მაღიარეს მე მამიჩემის წინაშე, ხოლო თქვენ განგდებულ იქნებით გარესკნელსა.“ - წერს შემოქმედელი მიტროპოლიტი ფეისბუკგვერდზე.
ამავე თემაზე:
🔵"ვივლით ამ მოჯადოებულ მძიმე, დამანგრეველ წრეზე!" ეკა ბესელია
1747426501
ახალი ამბები17 მაისს ზოგიერთ ქუჩაზე წყალმომარაგება 12 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს
GWP მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. „17 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკუ...
1747424386
მსოფლიომაკრონი ტრამპთან საუბარზე: მიუღებელია, რომ რუსეთი არ რეაგირებს ამერიკელების მოთხოვნებზე, არც ცეცხლის შეწყვეტის და არც ლიდერების დონეზე შეხვედრის შესახებ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, საუბრის დროს მან აღშ...
1747423459
მსოფლიოზელენსკი: რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, თუ ის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება
უკრაინა მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტი გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიას და „ჩრდილ...
1747421208
მსოფლიოლეო XIV: მზად ვარ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მივიღო მონაწილეობა
რომის ახალი პაპი ლეო XIV მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. წმინდა საყდრის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლებოდა, ეს ნამდვ...
1747419364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველ...