ზელენსკი: რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, თუ ის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება
უკრაინა მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტი გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიას და „ჩრდილოვან ფლოტს“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს მან შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
„ვისაუბრე სტამბოლში დღევანდელი მოლაპარაკებების შესახებ. რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, თუ ის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ამიტომ, მადლიერი ვარ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებისთვის. ჩვენ ველით, რომ ეს შეეხება ყველაფერს, რაც აფინანსებს რუსეთის სამხედრო მანქანას: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიას და „ჩრდილოვან ფლოტს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის ევროკავშირისკენ სვლას - მოლაპარაკებების კლასტერებისა და სავაჭრო თანამშრომლობის რაც შეიძლება მალე გახსნის შესაძლებლობას.
„მადლობას გიხდით უკრაინის მხარდაჭერისა და ღირსეული მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























