სოზარ სუბარი: არანაირი ცხელი შემოდგომა არ იქნება და არ არის. 30 ადამიანი, რომ გამოდის და ყვირის ამით უბრალოდ თავის უზრდელობას წარმოაჩენენ, მეტი არაფერი. მორიგ ჯერზე დაუშვა ოპოზიციამ პოლიტიკური შეცდომა, გაიკეთა პოლიტიკური ჰარაკირი

არანაირი ცხელი შემოდგომა არ იქნება და არ არის. 30 ადამიანი, რომ გამოდის და სადღაც რაღაცას ყვირის და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახიან ამით უბრალოდ თავის შინაგან ბუნებას, თავის უზრდელობას წარმოაჩენენ, მეტი არაფერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არაფერი არ იქნება 4 ოქტომბერს, ვინაიდან ოპოზიციამ პოლიტიკური ჰარაკირი ჩაიტარა.
„არაფერი არ მოხდება 4 ოქტომბერს გარდა იმისა, რომ ჩატარდება არჩევნები და ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მასთან კოალიციაში მყოფ პარტიებთან ერთად და ამ შემთხვევაში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ერთიანი სიით გავდივართ, ისევე როგორც ალაგ-ალაგ მაჟორიტარები გვაქვს განაწილებული ჩვენ გავიმარჯვებთ დამაჯერებლად! რომ მიეღოთ მათ მონაწილეობა არჩევნებში მაშინაც იგივე იქნებოდა თუმცა კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე დაუშვეს პოლიტიკური შეცდომა, გაიკეთეს პოლიტიკური ჰარაკირი და არ იღებენ მონაწილეობას ორი პარტიის გარდა სხვა პარტიები. ისევე, როგორც მათ ჰარაკირი გაიკეთეს, როდესაც უარი თქვეს მანდატებზე, არ შემოვიდნენ პარლამენტში. ახლა ნანობენ, თავში მწარედ იცემენ, გლოვობენ თავის ამ გადაწყვეტილებას თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე ჩავლილი მატარებელია და ამით ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს თავიანთ პოლიტიკურ აწმყოსაც და პოლიტიკური მომავალი დაასამარეს. ეს პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო დასამარდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იმედი მაქვს, რომ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის არმიღება შეუძლებელია იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1757071369
ახალი ამბებიპრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვეს
პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მ...
1757070329
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვულოცავ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში
მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, ევრობასკეტის თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება, 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემა...
1757069638
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად
„ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეო...
1757067332
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,...
1757066638
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გ...