მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად.
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებსა და ამოცანებზე, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ილაპარაკა.
მანვე დააფიქსირა პოზიცია ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ და აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა.
„ჩვენი ახლანდელი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ვიყოთ ძალიან ქმედითები, მოქნილები, გამჭვირვალე და ღია, რათა ყველა, მათ შორის კი უპირველესად ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს.
ამ კუთხით, დღეს გვაქვს გამოკვეთილი ხედვები, მათ შორის, ხაზს გავუსვამ რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ენერგეტიკულ უწყებებში მასობრივი ოპტიმიზაცია და მათი გაჯანსაღება, ასევე, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაცია. შედეგად, დაზოგილი სახელმწიფო რესურსები მიიმართება იმ პროექტებზე, რომლებიც გააძლიერებს სექტორს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ვადაგადაცილებული მემორანდუმების და ხელშეკრულებების საკითხს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრის და რეალური ინვესტორებისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიმართულებით უწყება აქტიურად მუშაობს.
„ჩვენი გუნდის, მთავრობის სახელით გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო იქნება მთლიანად ენერგეტიკის სექტორის, სწორი პროექტების გამორჩეული მხარდამჭერი. ერთად უნდა უზრუნველვყოთ მათი განვითარება, რაც ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზაა. საქართველოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ შიდა გენერაციის ზრდაზე, ასევე ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა - მისი მოადგილე ინგა ფხალაძე და ენერგეტიკული უწყებების ახალი ხელმძღვანელები.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე.
1757078605
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეს: წადი შენი დებილი მასხარა დედაც... ადებილე „ლელოს“ ოფისი, შე ჩმორო
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის პრეზიდენტის შეწყალებას მუხანათურ საქციელს უწოდებს, რომლის მიზანი ოპოზიციაში დაპირის...
1757077500
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6936 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1757076269
ახალი ამბებიახმეტაში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და...
1757074719
ახალი ამბებიბადრი ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე: გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია
„პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. ამ გადაწყვეტილების გამო...
1757073738
ახალი ამბები„აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს“ - „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 30 პირი დააკავეს, 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა – ცენტრალური კრიმინალური პო...