სოზარ სუბარი: მიხარია, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი
„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას - ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.
ვიცე-სპიკერი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი და პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღეს. ეს არის დიდი დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის, თუმცა ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო დედა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისმშობელიც საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა.
განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე ჩამოსვლა აქ, კახში, ამ ულამაზეს მხარეში, ისტორიულ ჰერეთში. აქ ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანუ ოთხი ათეული წლის წინ და მას შემდეგ ვცდილობ, შევინარჩუნო ურთიერთობა ამ ულამაზეს კუთხესთან და აქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. ეს არის ადგილი, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი და მისი ლოცვა შეგვეწევა და გაგვაძლიერებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს. დიდი მადლობა სიმტკიცისთვის და რწმენისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1787912749
საზოგადოებაშიო მესამე: დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და აცხონოს
„დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი...
1787912321
ახალი ამბებიმკვლელობა ოზურგეთში - მოკლულია შუახნის ქალი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში შუახნის ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარ...
1787910769
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ, სამართლებრივი და ჰუმანურია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანანიძის შეფასე...
1787909837
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირე...
1787908604
ახალი ამბები„პრაიმ ტაიმი“: ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ ჩავიდა
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული. რატო...




























