სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად გაუქმებულია, როგორც სერიოზული პოლიტიკური „აქტორი“ აღარ არსებობს თუმცა მისი აკრძალვა იქნება სიმბოლური აქტიც, რომ მოღალატეების ადგილი არ არის ქვეყანაში

„ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად გაუქმებულია, ამ არჩევნებში ვეღარ გაბედეს მონაწილეობა. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც სერიოზული პოლიტიკური „აქტორი“ აღარ არსებობს. თუმცა [ნაცმოძრაობის] აკრძალვა იქნება სიმბოლური აქტიც, რომ მოღალატეების ადგილი არ არის ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას.
მისი თქმით, ის იარები, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა საქართველოს და მის მოქალაქეებს მიაყენა მოუშუშებელია.
„13 წლის შემდეგაც, 20 წლის შემდეგაც და 30 წლის შემდეგაც ეს იარები იქნება გახსნილი. ტკივილები არ მოშუშდება. ასეულობით ნაწამები ადამიანი, ასეულობით ჩაცხრილული ქუჩაში, ასეულობით ადამიანი, რომლებიც გარდაიცვალნენ ციხეებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მკურნალობდნენ ან იმიტომ, რომ აწამებდნენ და მათი გადარჩენა იყო შეუძლებელი. ეს ტკივილები მათ ოჯახებში მუდამ დარჩება. იარა, რომელიც იმ მოღალატე ხელისუფლებამ დაამჩნია საქართველოს, როდესაც მათ მინიმუმ არ ააცილეს ქვეყანას ომი, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველო ამ ომში ჩართული აღმოჩენილიყო, დატოვეს რუსეთთან პირისპირ და 20% ტერიტორიების დაკარგეს. ეს იარა არის მოუშუშებელი. მოუშუშებელია ის იარა, რომელიც მათ მიაყენეს საქართველოს, ქართულ ჯარს, როდესაც ომის დამთავრებიდან ორ თვეში მათ სტრასბურგში, რეზოლუცია 16 33-ს ხელი მოაწერეს, სადაც ქართულ ჯარს დააბრალეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. ქართულ სახელმწიფოზე თქვეს, რომ ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი და რუსეთი აქ იყო, როგორც მოპასუხის როლში მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის მოუშუშებელი იარა და ამ ყველაფერს სჭირდება პასუხი.
აი, სწორედ ეს არის ღალატი, როდესაც ჯერ იწყებ ომს და შემდეგ ამ ომში ტოვებ საკუთარ ხალხს ისე, რომ არც კი აფრთხილებ. არა თუ არ გამოგყავს საომარი ზონიდან არამედ არც კი აფრთხილებ. და უფრო მეტიც, ჩვენ კომისიაზე მოვუსმინეთ არაერთ მოწმეს, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ არა თუ არ გვაფრთხილებდნენ, არამედ პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ არაფერი არ გემუქრებათ, ჯარი კი გადის მაგალითად, კოდორის ხეობიდან მაგრამ თქვენ დარჩით, თქვენ არავინ არ გერჩით.
ჩანს, რომ მათი სურვილი იყო, რომ მათი სურვილი იყო, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. იმიტომ, რომ ამით უცხოეთს უკეთ დაანახებდნენ, რომ როგორი მსხვერპლი არის საქართველო, როგორი დაუცველია და როგორ აგრესორია რუსეთი. მათ არ აინტერესებდათ რამდენი ადამიანი გარდაიცვლებოდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1757071369
ახალი ამბებიპრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვეს
პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მ...
1757070329
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვულოცავ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში
მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, ევრობასკეტის თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება, 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემა...
1757069638
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად
„ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეო...
1757067332
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,...
1757066638
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გ...