სოზარ სუბარი: სააკაშვილის მიერ მწამებელი ადამიანის, ქილერას ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოება მტკიცებულებაა, რომ წამება არ იყო ვიღაც კილერების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნანა ქადაგიშვილის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეჟიმის პრეზიდენტის მიერ, მაგალითად ალექსანდრე მუხაძის, იგივე ქილერას ღირსების ორდენით დაჯილდოება, მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმის დროს მომხდარი საზარელი წამების ფაქტები არა ვინმეს თვითშემოქმედება, არამედ ხელისუფლების პოლიტიკა იყო.
„მინდა ჩართვა გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც გვისმენენ.მწამებელი ადამიანი მეტსახელად ქილერა [იგივე ალექსანდრე მუხაძე] მიხეილ სააკაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა; 2012 წელს კი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მართლა ერთ - ერთი უმაღლესი საბრძოლო ჯილდოთი - ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ეს არის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო ვიღაც კილერების და ვიღაცების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა- ადამიანების წამება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1747217807
საზოგადოებასასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გა...
1747216217
საზოგადოებალევან ზოიძემ ქობულეთის მერის თანამდებობა დატოვა
ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია ლევან ზოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ...
1747216152
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: 2003-2012 წლებში ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტში გამართულ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომას ეხმიანება, სადაც ნანა ქადაგიშვილის და მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილე...
1747216116
საზოგადოებაბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა...
1747214169
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: შემოცვივდნენ „აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად, ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, გამომასახლეს და 1 ლარად გადასცეს რატი მგელაძეს, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი
„შემომითვალეს, რომ უნდა გამოიტანო საქმე სტრასბურგის სასამართლოდანო და ბინა, რომელიც დარჩენილი მქონდა, ერთადერთი ბინა, დიღმის მასივში იმას არ ჩამოგართმევთო. მე უარი ვთქვი სტრასბურგიდან საქმის გამოტანაზ...