სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეამოწმეს შპს არქეი რესთორანთ 02 (ს/კ 432554684; მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 6). რესტორანში განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ინდივიდუალური მეწარმე მ. შ. (მის. ბაღდათი, სოფ. დიდველა 1- ლი ქ. #150) ყველს აწარმოებდა არალეგალურად, რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე; იმერეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა დააფიქსირეს ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა და საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა აწარმოონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1793193308
საზოგადოებაპაპუაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: რთულია, ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა
შალვა პაპუაშვილი ესპანური მედიის ცნობებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდამჭერ ორგანიზაციებს აფინანსებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს...
1793193129
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5957 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5960 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1793190926
ახალი ამბებიპროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...
1793189989
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თა...
1793187738
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას
„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის „საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლ...

























