ლადო სადღობელაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას
„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის „საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ნაცვლად ბოდიშების მოხდისა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დამცინავი ტონით საუბრობენ. ანალიტიკოსი იხსენებს სააკაშვილის რეჟიმს, ტერიტორიების დაკარგვას, ომის დაწყებასა და ქვეყნისთვის მიყენებულ უმძიმეს ზიანს და მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებელია.
„სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვით! იმის მაგივრად ყოველ დღე, დილიდან საღამომდე მუხლმოდრეკილები საქართველოს მოსახლეობას ბოდიშებს უხდიდნენ, დამცინავი ტონით იხსენიებენ იმ ადამიანებს რომლებმაც საკუთარი ტრაგედია საქვეყნოდ გამოიტანეს.
- მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მოძალადე და მოღალატე რეჟიმმა საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისა და ვიწრო ინტერესების გამო, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს მიჰყიდეს და ქვეყანა უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენეს! ამ ავანტიურისტულმა მმართველობამ საკუთარი ამბიციების გამო ქვეყანა სასაკლაოდ აქცია. მტრის აგრესიის პირისპირ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა პირდაპირ ომის ხაზზე მიატოვეს. თავად ხელისუფლება კი ისტორიას პანიკაში ჩავარდნილი, ჰალსტუხების მჭამელი მხდალი
- ლიდერის სახით ჩაეწერა!
დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის „საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა!“ - ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ამ დანაშაულებრივი პარტიის აკრძალვა, არის ის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.
1793179640
საზოგადოებაკახა კალაძე: რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს კი იგივე სიტუაცია საკუთარ ქვეყნებში მიიღეს...
1793179022
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-...
1793177519
საზოგადოებაკახა კალაძე „რიყე დომისთვის“ მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან
ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმა...
1793175960
საზოგადოებაკახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვ...
1793175412
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...



























