თემურ მღებრიშვილი: ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება

თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს 150-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლი დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრს მოედო, - განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

„112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე 5 წუთში ეკიპაჟები ადგილზე იყვნენ მისულები. დაახლოებით 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 300 სახანძრო, სპეციალური ტექნიკა, რამაც ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება მოგვცა. რა თქმა უნდა, გავრცელების რისკის საფრთხე იყო და დაახლოებით ამ დროისთვის დამწვარია 15 000 კვადრატულ მეტრზე. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ ამ დროისთვის, რაც შეეხება პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მიმდინარეობს ამ დრომდეც პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებებში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის გამო ბაზართან ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაციაც განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746010769

საზოგადოება

7 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

7 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფი...

ოცნება ქართული

1746010065

საზოგადოება

თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს

თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, -...

კახა კალაძე

1746010013

საზოგადოება

ირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ირაკლი გედენიძე

1746008902

საზოგადოება

ირაკლი გედენიძე: წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“- რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს

წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფ...

ირაკლი გედენიძე

1746008718

საზოგადოება

ვარძიის მიმდებარედ, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

ვარძიის მიმდებარედ მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს.  არსებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცე...

ვარზიაა