წულუკიანი: სააკაშვილს და ლომაიას გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოეცხადებინათ - კომისიის ანგარიშის ინგლისურენოვან ვერსიას, რუსთავში გავაგზავნით, სადაც ამ დასკვნის „ფიგურანტი“ არაერთი მავნებელი იხდის სასჯელს
„ბევრი რამ არის ამ დასკვნაში იმ უსამართლობების შესახებ ნათქვამი, რომელიც „იმედის“ დარბევას და მედიის თავისუფლებას ეხება. მთელი თავია ამ დასკვნაში იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს მედიას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. გადაცემის წამყვანმა წულუკიანს კითხვა დაუსვა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელშიც შეფასებულია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობა.
„დღეს რომელიღაც ევროპარლამენტარი იცლის იმისთვის, რომ საქართველოში თითქოსდა მედიათავისუფლების პრობლემებზე ისაუბროს, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჟურნალისტებს სცემდნენ, ასახიჩრებდნენ, „იმედს“ არბევდნენ, ხურავდნენ გაზეთებს, ტელევიზიებს. მედია თავისუფლება მაშინ პრაქტიკულად არ იყო და ამ პირობებში კრიტიკა არ იყო ევროკავშირიდან, რადგან ქვეყანას მართავდა მათთვის მოსაწონი ხელისუფლება, რომელიც თითის დატკაცუნებით იმართებოდა გარედან“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - დასკვნის ინგლისურენოვან ვერსიას პირველს ვის გაუგზავნით? - წულუკიანმა ასე უპასუხა:
„ალბათ რუსთავში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამ დასკვნაში „ფიგურანტი“ არაერთი მავნებელი იხდის სასჯელს. ინგლისური უნდა გავუგზავნოთ და რატომ: ამ დასკვნაში პირველად არის მოტანილი ფაქტი, რომელიც ასე არ იყო ცნობილი და ჩვენ დავადგინეთ, რომ თურმე როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილს და განათლების მინისტრი რომ ბრძანდებოდა ლომაია, მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოეცხადებინათ საქართველოში. ესეც ბევრ სხვა რამესთან ერთად თქვა ამ დასკვნამ ფაქტებზე, გამოძიების საფუძველზე“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ბეჭდური სახით გამოცემული საგამოძიებო კომისიის ანგარიში ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს უფასოდ მიეწოდება.
1766076635
მსოფლიოზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპისთვის უფრო მოგებიანია უკრაინის ფინანსური დახმარება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში ომის გავრცელების რისკი მკვეთრად გაიზრდება. ა...
1766074953
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც...
1766071828
მსოფლიოზელენსკი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი პოლიტიკური მიზეზების გამო ბლოკავს და არა იმიტომ, რომ რამე რეფორმა ვერ განვახორციელეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც მედია წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებუ...
1766070143
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსი...
1766068543
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე: ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში
გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტირეს. „ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა...


























