ვოლსკი: ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს, ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს

დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი არ არის აცდენილი ევროპულ სტანდარტს და დემოკრატიის სტანდარტს.

„თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი უმცირესობა, შეიძლება, დაჩაგრული იქნეს ამ ნიშნით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა არ უნდა შემოიჭრას ჩვენს ოჯახებში. ზუსტად იგივე მიდგომები აქვთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებსა და აშშ-ში. ეს ევროპულ სტანდარტს არანაირად არ ეწინააღმდეგება. ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი საკითხი. მით უმეტეს, უფლებების დაცულობა არის გარანტირებული.

რაც შეეხება გამჭვირვალობას, ეს კიდევ უფრო მეტად ახასიათებს არაობიექტურობას ჩვენ მიმართ დამოკიდებულებისა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ამ მოთხოვნათა უკან დევს გარკვეული სტრატეგიული გეგმა, რომელიც უკავშირდება საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იქნება ხელისუფლების უკმაყოფილო და ეცდება, ფიზიკური ძალით შეცვალოს ხელისუფლება იმ ხელისუფლებით, რომელიც უკეთესი მარიონეტი იqნება, მათ შორის ბრიუსელის ხელში“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ევრობიუროკრატიას გააჩნია თავისი გეგმა და ხედვა, რასაც არ მალავენ.

„იყო პერიოდი, როდესაც მათი პოლიტიკური მისწრაფებები შენიღბული იყო მოთხოვნებით ლგბტ პროპაგანდის, გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ამ პოსტულატებს იმეორებენ, მაგრამ საქართველოზე ასეთი გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს მაღალი რეიტინგების ფონზე, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია. დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ეს არ არის დამალული“, – აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არ არის ასეთი ადვილი.

„იქ ყველა სახელმწიფოს ერთნაირი პოზიცია არ აქვს, კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მისაღებია გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის სტრატეგიის დროებითი შეჩერების თაობაზე, თუმცა არც ეს ემუქრება საქართველოს, ვინაიდან ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს.

ამ რეალობის გვერდით ვითარდება სხვა პროცესი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მარიონეტული ხელისუფლებით, რომელიც დათანხმდება ყველა იმ გეგმას, რაც იყო გაჟღერებული ევრობიუროკრატიის მხრიდან. ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს“, - დასძინა გია ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755155578

საზოგადოება

„გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2...

დაკავება, პოლიცია

1755155481

საზოგადოება

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოსა და საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებ...

პოლიცია

1755154880

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სააპელაციო სასამ...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

1755117496

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის ტრანზაქციებს, რომლებიც ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებლად არის საჭირო, სანქციები დროებით მოუხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დროებით გააუქმა სანქციები, რათა რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა, აშშ-ში ფული დახარჯოს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტის მხარდასაჭერად, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება....

აშშ და რუსეთი

1755116319

მსოფლიო

სიიარტო უკრაინას „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა რუსეთის ბრიანსკის ოლქში „დრუჟბას“ ნავთობსადენის „მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე“ შეტევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწე...

პიტერ სიიარტო