ზარქუა: ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია

„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა გაზრდილ ეკონომიკურ ციფრებზეც საუბრობს, იმ ფონზე, როდესაც ოპონენტები აცხადებენ, რომ ინვესტიციების შემოსვლას პრობლემა შეიძლება შეექმნას და დასავლეთთან დაძაბულობის გამო, ქვეყანას ეკონომიკურ ნაწილში გაუჭირდეს.

„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა. ერთი ინვესტიცია ვერ შემოვატანინეთ წლებია.

მესამე წელია, ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელსაც, მათ შორის, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. უკვე მესამე წელია, 9,9%-მდე გვაქვს ეკონომიკური ზრდა.

შეგახსენებთ, სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა წლის დასაწყისში თქვეს, რომ 5%-მდე იქნებაო და ახლა გაზარდეს 9%-მდე გვაქვს მიმდინარე წლიური ეკონომიკური ზრდა.

ყველა ინდექსით ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს. ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის კორუფციის ინდექსი. ყველა მაჩვენებლით ვასწრებთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებს. ასე, რომ არავის დავაჩაგვრინებთ თავს“, - აღნიშნავს ზარქუა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი

1749218948

საქართველო

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...

ტარიელ და ლეონიდე თენაძეები

1749218226

ახალი ამბები

გია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...

ვოლსკი

1749217855

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...

ტრამპიტრამპი