ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ ჯაშუშობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული დაკავებების შეფასებისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე იყო, როდესაც გორში პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, თუმცა მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან.
„ამდენად, რომ არ მომხდარიყო მასზე რეაგირება, მაშინ ქვეყანაში გვექნებოდა სისტემური პრობლემა - ამ შემთხვევაში კი პასუხისგებაში 6 პოლიციელია მიცემული და გამოძიება გრძელდება", - აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, ჯაშუშების დაკავების საქმე სხვა მიმართულებაა და სამართალდამცველები მუშაობენ, რათა გამოავლინონ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის მუშაობენ, ასეთ ქმედებებს კი მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„სწორედ ესაა სახელმწიფოებრიობა. თუ არ არსებობს სახელმწიფო და მისი ძლიერი სტრუქტურები, ჩვენ ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ვერანაირად ვერ შევინარჩუნებთ. ეს ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია - გამოვლინდება, გამოვლინდა და მომავალშიც იქნება რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, როგორიც არის დანაშაული, რომელსაც ჩაიდენს პოლიციელი და ნებისმიერი მოქალაქე, ან სხვა პიროვნება, რომელიც დაკავშირებული იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებასთან საქართველოში. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა აბაშიძემ.
1780167622
საზოგადოებასოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი კანდელაკის ფეისბუკ პოსტი„დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯ...
1780164701
მსოფლიოRepubblica: იტალია რუმინეთში სასწავლო მისიის ფარგლებში 100 ჯარისკაცსა და გამანადგურებელს გაგზავნის
იტალია რუმინეთში დაახლოებით 100 ჯარისკაცს და რამდენიმე გამანადგურებელს აგზავნის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად რუმინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მისიის ფარგლებში. ინფორმაციას გამოცე...
1780159776
მსოფლიოირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ტრამპი დიპლომატიას კვლავ ღალატობს
ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა მოჰსენ რეზაიმ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიას ღალატობს“, რადგან ირანთან დაკავშირებული საზღვაო გადაზიდვების მიმარ...
1780155377
საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დ...
1780154408
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრე...


























