ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია

ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს პარტია “ხალხის ძალამ”.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა კარგი ნაშრომია და პრობლემების იდენტიფიცირება სწორად მოხდა, მასში მკაფიოდ არ ჩანს ის მექანიზმები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ.

„მხარი არ დავუჭირეთ ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას, პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა მოლოდინი იყო შექმნილი. დასკვნა უდავოდ კარგი ნაშრომია. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, სუბიექტური მოლოდინი იყო, რომ ამ დასკვნის შემდეგ ჩვენ ვნახავდით კონკრეტულ მექანიზმებს, თუ რა ნაბიჯებს დაგეგმავდა და გადადგამდა სახელმწიფო.

რეკომენდაცია და დასკვნა როდესაც ვნახე, დავინახე, რომ პრობლემის იდენტიფიცირება ძალიან კარგად მოხდა, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს, ან ბუნდოვანი იყო. მე ძალიან მინდა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ხელისუფლებამ გამონახოს ისეთი მექანიზმები, რომ შემდეგში ამ თემაზე საუბრისას ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ვთქვა, რომ მე ვცდებოდი.

პირველი მთავარი პრობლემა, რაც წინა სესიაზეც გავაჟღერე, არის ის, რომ ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს. ნებსით თუ უნებლიედ ჩამოყალიბდა ისე, რომ თავისუფალი ბაზრის აღქმა გვაქვს და ვხედავთ 5-6 კომპანიას, რომელიც გიგანტია - გვიმტკიცებენ, რომ ფასს არ განსაზღვრავენ ბაზარზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ფასი ყველგან ერთია. ეს კითხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთანაც დავსვი.

დასკვნა თავისთავად ძალიან კარგი მოვლენაა, კარგი ნაშრომია, მაგრამ თუ ეს დასკვნა შექმნის იმ ბერკეტს, რომლის საფუძველზეც მიზანს მიაღწევს და მოხდება ფასების კორექტირება, ეს იქნება ძალიან კარგი”, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778264313

ახალი ამბები

ახალციხეში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი დაშავდა.  და...

პოლიცია პოლიცია

1778263082

მსოფლიო

ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს

ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს. ყველაზე მეტი ადგილი ინგლისის მასშტაბით განაწილდება, სადაც „რეფორმას“ ამ დროისთვის 955 ადგილი აქვს. მეორე ად...

ბრიტანეთი

1778261068

მსოფლიო

რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს ვუახლოვდებით“, - განუცხადა მან ჟურ...

რობერტ ფიცო

1778259172

სპორტი

9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო კონტაქტურ კარატეში...

კონტაქტური კარატე

1778257923

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას

12 მაისს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 12 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტ...

შემოსავლების სამსახური