„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

„იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუშვებთ ეს ქვეყანა ისევ თქვენს ხელში ჩავარდეს? პატარა საქართველო ორად გახლიჩეთ, დააჭმევინეთ და დააპირისპირეთ ქართველი ხალხი ერთმანეთს. თქვენ სიძულვილის ენა დანერგეთ.

ახალგაზრდები გამოიყენეთ სათქვენოდ, აურიეთ ტვინი, გონება და ის აფიქრებინეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქ არ ვდგავართ, რუსეთი გვინდა და იმ კანონს „ვაპრავებთ” , რომელიც თქვენი თქმით რუსულ ნარატივზეა აწყობილი. სინამდვილეში თქვენ ხომ რუსულს კი არ ებრძვით, ერთადერთი თქვენი მიზანი მთავრობის შეცვლა, რევოლუცია, ქვეყნის არევა და მმართველობის ხელში ჩაგდებაა.

ეს კანონი კი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები. რას არ დათმობდნენ და რისთვის იბრძოლებდა ეს თაობა. თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ჰესები რუსებს მიყიდეთ, კობა ნაყოფია და გრიგოლ ვაშაძის მორალი გვასმენინეთ ( ამ ადამიანებს ყველაზე დიდი კავშირები აქვთ რუსეთთან და რუსულ ფულთან). თქვენმა ლიდერმა ყველაფერი ქნა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი ყოფილიყო. ეს ის მწირი ჩამონათვალია თქვენი “რუსული” საქმეებისა, რომელიც 9 წელი არ შეგიჩერებიათ. ამ ყველაფრის მერე თქვენ, უტიფრად ახალგაზრდებს აჯერებთ, რომ ქართული ოცნებას და ბნ. ბიძინა ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა? ვერც ერთ მუხლს დაასახელებთ, რომელიც არ არის ამერიკულ და ევროპულ კანონში.

ყველა დანაშაული ისჯება კანონით. მაგ: მკვლელობა ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე დანაშაულია და შეიძლება სხვანაირად დაკვალიფიცირდეს საქართველოში? რადგან რუსეთშიც მკვლელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენთანაც, ესიგი ესეც რუსულია? გავაუქმოთ კოდექსი? ეს კანონი არის ამერიკაშიც, ევროპაშიც და რუსეთშიც. თუ კარგად წაიკითხავთ და გაერკვევით მიხვდებით, რომ ჩვენი კანონი ევროპულის ანალოგია, ხოლო რუსული-იდენტურია ამერიკულის. პ.ს. თქვენ ჩვენი ქვეყნის მტრები ხართ, ამდენი წელი წამლავდით ქართველ ხალხს და ახლა მაინც დაანებეთ ჩვენს მომავალ თაობას თავი, მიეცით საშუალება სწორად გაიგონ ამ კანონის არსი და შინაარსი“, - წერს ზურა ხაჩიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715976674

ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარ...

horo

1715970174

საზოგადოება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...

ავთანდილ ჯორბენაძე

1715966011

საზოგადოება

„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...

პაპუაშვილიპაპუაშვილი

1715965210

საზოგადოება

„750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა... ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველო“ - ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელო...

ნიკოლოზ მეტრეველი

1715964810

საზოგადოება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარ...

ზოგადი