ნინო წილოსანი: „ინაშვილი, ბურჯანაძე და ნატო ჩხეიძე რომ გყავდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაშიც კი, ცოტა ხნით მაინც თავს უნდა იკავებდე მათ პრორუსულობაზე საუბრისგან“

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ ერთ - ერთი ლიდერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს. 

„ახლა ისეთი დროა, ინაშვილი, ბურჯანაძე და ნატო ჩხეიძე რომ გყავდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაშიც კი, ცოტა ხნით მაინც თავს უნდა იკავებდე მათ პრორუსულობაზე საუბრისგან იმისთვის, რომ ქვეყნის გარეთ შენი ქვეყნის იმიჯი არ დააზიანო.

ამათ ნატო ჩხეიძე ხატია დეკანოიძის მოადგილედ ჰყავთ, ბურჯანაძე - პარტნიორად და ირმა ინაშვილთან ბადრი ჯაფარიძის მეშვეობით კონტაქტობენ. ამავე დროს, რუსეთის აგრესიის პარალელურად, ომის პარტია აძლიერებს აგრესიულ მესიჯებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე...

და ამას აკეთებს ის ხალხი, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს და რუსების მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი ისკანდერის ნაწილები ჰააგას დაუმალეს!..

P.S. რაც აქ წერია, არცერთია შეფასება, ყველა ფაქტია“- წერს წილოსანი.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ჩემს ცოცხალ მეგობარს დილით მიუვიდა სმს ბანკიდან, ბარათი დაბლოკილი გაქვთ, გარდაცვალების გამო და დიდი მადლობა ჩვენი ერთგულებისა და თანამშრომლობისთვისო“ - რას წერს მედეა ჩარკვიანი?

🔵  „ახალგაზრდა კაცს გუშინ ყველა ენთუზიაზმი ჩაუკლეს, გადაუარეს. ვერ ხვდება თვითონაც რა "დააშავა" - რას წერს დათო ლიკლიკაძე ქუთაისის მუსიკალური სკოლის დირექტორზე?

🔵  „ჩვენი ბრონეჟილეტები ლვოვში დავტოვეთ და თალაკვაძეს, კობახიძეს, მდინარაძეს, ხუნდაძეს ჩააცვით“- ირაკლი ოქრუაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745818657

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტზე - „უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას“

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს გამოეხმაურა. მაჭავარიანის თქმით, ინიციატივა საპარლამენტო მუშაობას მეტად მოქნილს ხდი...

ლევან მაჭავარიანი

1745817635

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ვითომ პროევროპული ქურქით შეხვეული ძალა ტერორის და ღალატის ქვეშ ამყოფებდა ქვეყანას

„საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა....

ირაკლი კირცხალია

1745816361

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

 დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და...

დროებითი საგამოძიებო კომისია

1745785856

საზოგადოება

28 აპრილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 28 აპრილს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შე...

შუქი

1745784368

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან. ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი მისალოც...

ძიუდო