შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, ქვებს და აგურებს ესვრიან და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ

 მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები, - ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, შოთა ხაბარელი ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის განცხადებას.

ხაბარელის თქმით, ზივზივაძემ ან კანონი წაიკითხოს და თქვას, რა არ მოსწონს, ან ისეთ მასალებს გაეცნოს, სადაც ნაჩვენებია, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები.

დეპუტატი მიმართავს ფეხბურთელს, ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას ყოფილ სპორტსმენებს, რომლებიც მმართველ გუნდს წარმოადგენენ და ნუ აკადრებს მათ, რომ რუსეთისკენ მიჰყავთ ქვეყანა იმ ფონზე, როცა ევროინტეგრაციისკენ ყველა ნაბიჯი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა.

„ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდისმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას.

მეც რაღაც გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი… ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში.

პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ.

ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კჰითხე ბოლოს და ბოლოს და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…“, - წერს შოთა ხაბარელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ

1715874640

ახალი ამბები

,,თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და პრეზიდენტ ერდოღანთან ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა” - პრემიერი

 თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვისნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორშეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოსპ...

ირაკლი კობახიძე

1715867911

საზოგადოება

17 მაისს გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან...

ზოგადი

1715866727

საქართველო

„კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!“ - მამუკა მდინარაძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

„ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წ...

მამუკა მდინარაძე

1715865642

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7323 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა