„ვინც უმწეო, სიკვდილის პირას მყოფ პაციენტს გმირობას სთხოვთ უზნეოები ხართ და არასდროს, არასდროს უნდა გაეკაროთ საკვანძო ადგილს“ - რას წერს ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:

"ოცი წელია რაც მედიცინაში ვარ და ათასობით პაციენტთან მიმუშავია, ყველა სოციალური წრიდან, მათ შორის სხვა და სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლესი თანამდებობის პირებთან და ადამიანებთან ფორბსის მილიონერთა სიიდან.

ერთი რამ აერთიანებთ პალატაში აღმოჩენილ პაიკს და მეფეს. ავადმყოფობის დროს ყველა, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, სქესისა, წარმომავლობისა ხდება საოცრად უმწეო და სრულად ექიმზე მინდობილი.

ვინც უმწეო, სიკვდილის პირას მყოფ პაციენტს გმირობას სთხოვთ უზნეოები ხართ და არასდროს, არასდროს უნდა გაეკაროთ საკვანძო ადგილს სადაც ადამიანების ბედის გადაწყვეტაში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება. თქვენ ადამიანებზე, მათ ტკივილებზე არაფერი იცით და არც მათ ბედს უნდა წყვეტდეთ რაიმე ფორმით.

ექიმობა წარმოუდგენლად საინტერესო პროფესიაა სავალდებულო ცოდნის მასშტაბის გამო. საოცარი სიამოვნებაა განცდა რაც მოაქვს ნდობას და იმედს რითიც პაციენტი შემოგყურებს. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა უღალატო პაციენტს, რაც არ უნდა დიდი შიში იდოს სასწორის მეორე მხარეს.

როგორ უნდა გააგრძელო სიცოცხლე მას მერე, რაც გააცნობიერებ, შეგეძლო დახმარებოდი, სიკვდილისგან გეხსნა და პირადი კეთილდღეობის დაკარგვის შიშით დადუმდი და სისტემას დაანებე შენი პაციენტის სიცოცხლის მოსპობა" - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 44 წლის ქართველი კაცი ეძებს საცოლეს - "ვცხოვრობ პარიზში, ვარ ბინით და სამსახურით უზრუნველყოფილი სერიოზული ადამიანი"

🔵 რა გელოდება დღეს? - 11 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749753798

მსოფლიო

ტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. „არ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც, შესაძლოა, სავსები...

დონალდ ტრამპი

1749751166

საზოგადოება

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამო...

პროკურატურაა

1749749111

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ

უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფ...

გურამ მაჭარაშვილი

1749746659

ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტში,  სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს.  როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ,  გარდაცვლილია...

მდინარემდინარე

1749745478

ახალი ამბები

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფ