რა გელოდება დღეს? - 11 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღეს ორმაგად უნდა იფრთხილოთ - ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სირთულეები და გაუგებრობები გელით. ფულთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ფინანსურ მაქინციაში გაებათ და თავის მართლებაც კი მოგიწიოთ. ამის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.
კურო
ამ დღეს კურო საბრძოლველად არის შემართული და მზადაა თავისი ძალისხმევა ყველა მხარეს მიმართოს. ბედის ირონიით, სიტუაცია ყოველ წამს იცვლება და ერთი საქმიდან მეორეზე ყურადღების გადატანას მოითხოვს. ამის გამო შეიძლება მთელი დღე სულ ტყუილად ირბინოთ. ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროვოკაციების მიუხედავად, ერთ საქმეზე ფოკუსირება მოახერხოთ.
ტყუპები
მშვენიერი დღეა ბიზნესთან დაკავშირებული ტყუპისთვის. პლანეტების განლაგება მოგების შანსს იქაც კი სძლევს, სადაც არ ელოდა. თუმცა, ამას არაფერი აქვს საერთო გზაზე გზაზე ნაპოვნ ფულთან. დიახ, ასეც შეიძლება მოხდეს. სამსახურში წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ. თუმცა შედეგი მოლოდინს გაამართლებს.
კირჩხიბი
მშვენიერი დღეა მომავლის სტრატეგიული გეგმების შესადგენად. ამ დღეს თქვენი ტვინს ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაჭრაც კი შეუძლია, ამიტომ ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ახალმა იდეებმა შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ.
ლომი
ლომებს ყველაზე კარგად ოცნების კოშკების აგება გამოსდით. მდიდარი ფანტაზიის წყალობით კრეატიული იდეების ნაკლებობას არ უჩივით. გირჩევთ, რომ მათ შორის ყველაზე ფანტასტიკურს და წარმოუდგენელსაც კი ყურადღება მიაქციოთ, რადგან მას თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია.
ქალწული
სავარაუდოდ, ამ დღეს შეხვდებით ადამიანს, რომლის წარმოსახვის უნარს საზღვარი არ აქვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თამამ იდეებს გონება გაუხსნათ. მომავალი თითქმის დადგა და ამას რაც უფრო ადრე მიხვდებით, მით უკეთესია.
სასწორები
სასწორების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება! ამის ნუ შეგეშინდებათ, პირიქით, ეს დღე ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გაჩუქებთ. პლანეტების განლაგება სასწორებისთვის ხელსაყრელია. ისინი არა მარტო პოზიციების შენარჩუნებას, არამედ წინსვლასაც შეძლებენ.
მორიელი
ამ დღის მთავარი ამოცანა აუჩქარებლად მოქმედებაა. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს, რის შედეგებთანაც დიდხანს მოგიხდებათ ბრძოლა. ამ დღეს ჯობია საერთოდ არაფერი აკეთოთ, ვიდრე აჩქარდეთ და ამის გამო დიდხანს ინანოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნის არაკეთილმოსურნეებს შეიძლება თანავუგრძნოთ - ამ ნიშნის წარმომადგენელი ნებისმიერს გადათელავს, ვინც გზაზე გადაუდგება.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რჩევებს ნაკლებად უსმინოთ და მხოლოდ საკუთარი გზით იაროთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ დროა, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და საკუთარი მოწოდება იპოვოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გარშემო მყოფებს დაუპირისპირდეთ, ამიტომ ახლობლების ნერვიულობა უსაფუძვლოა.
მერწყული
ამ დღეს მთავარისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა გიჭირთ. ამის გამო შეიძლება თქვენი ძირითადი მოვალეობები დაივიწყოთ. მთელ დღეს უმნიშვნელო საკითხებს დაუთმობთ და ამას მხოლოდ ძილის წინ მიხვდებით. ყველაფრის მიუხედავად, დღე მაინც ნაყოფიერად ჩაივლის, რადგან ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, საუკეთესო შედეგით დაასრულებთ.
თევზები
დროა წინსვლაზე იფიქროთ. თუნდაც საკუთარი მდგომარეობა გაკმაყოფილებდეთ, ერთ ადგილზე გაჩერება შეცდომაა. იფიქრეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ კარიერული თუ სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. იმოქმედეთ, რადგან თქვენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1782393460
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
„აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელ...
1782393115
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6473 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1782392240
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა მიმა...
1782391376
ახალი ამბებიიტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკიდურესი სიცხის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში უკიდურესმა სიცხემ ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის დიდ ნაწილში ტემპერატურამ 41°C-ს (106°F) მიაღწია. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. მას შემდეგ, რაც 23 ივნისს მი...
1782389967
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ
„ძალიან ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი დამსახ...































