„ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ“ - კახა კალაძე

„როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

ამით, კახა კალაძე გამოეხმაურა ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს, ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული ფეხბურთელების თამაშს თავად წყვეტს და აღნიშნა, რომ ეს არის სრული აბსურდი.

„მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99% ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს. მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატებები უსურვა.

„მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა აგვეღო. თუმცა, სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

26 ივნისს, ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში დღეს ყველასთან შეიძლება და წარმატებას ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ჩვენს ბიჭებს მინდა გამარჯვება ვუსურვო. ეს შეხვედრა არ იქნება მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს - მათ, ვინც შეძლო გერმანიაში ჩასვლა და თამაშებზე დასწრება და მათ, ვინც საქართველოდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს.

„ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყნის, ჩვენი ნაკრების წარმატება უხარია. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველოდება. 26-ში კი, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა თბილისის მერმა ვიდეო მიმართვისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727524871

სოციალური მედია

,,მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი, ერთი სიცოცხლე მაქვს და ბევრ დღედ გარდაიქმნება” - გია მურღულია

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:  „მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი.ერთი ს...

საზოგადოება

1727522279

საზოგადოება

,,ტემპერატურა კი შედარებით დაბალი იქნება” - მეტეოროლოგის პროგნოზი

 მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.  „აჭარის სანაპირო ზოლში - მზიანი და წყნარი, დასავლეთის დაბლობზე - მზიანი, მაგრამ ქარიანი, აღმოსავლეთის ბარ...

კობა ფარტენაძე

1727517909

სოციალური მედია

,,შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!” - გიორგი მამაცაშვილი თარგამაძეს მიმართავს

გამომცემლობა „რეპორტიორის“ დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი „ქართული ოცნე...

გიორგი მამაცაშვილი

1727513702

საზოგადოება

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა.  კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტი...

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

1727511974

საზოგადოება

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქარ...

ამინდი