„ერთ დროს ერთად მოგვიწია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, კარგად იცის, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის...“ - რას წერს კონსტანტინე ზარნაძე

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე ზარნაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძეს შესახებ წერს.

„ბუდუ ზივზივაძეზე მინდა დავწერო.

ერთ დროს ერთად მოგვიწია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მასზე ბევრი არაფერი მახსოვს, იმიტომ, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი, ჩუმი, უკონფლიქტო ადამიანი, მით უფრო ერთი წლით დიდებში უწევდა თამაში, მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, არ მგონია შემდეგ მასში რადიკალურად რამე შეცვლილიყო, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ, ვინც მის უთამაშებლობას პოლიტიკას უკავშირებით, დამერწმუნეთ, იმაზე ცუდს ვერაფერს გაუკეთებთ, რასაც უკეთებთ.

ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, კარგად იცის, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ფეხბურთია გასახდელი, ვარჯიში, ფიზ-მომზადება, სასტუმრო, ჭამა, წონა და უამრავი რამ. მოდით ახლა სიმართლე ვთქვათ, ფაქტის კონსტატაცია მოვახდინოთ - ქართული ფეხბურთი ისეთი ცოცხალი არასდროს ყოფილა როგორც ახლა, და ეს ყველაფერი ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩამოთვლილთაგან ვინმეს კრიტიკას თუ გაბედავთ, უბრალოდ პროცესს იყენებთ და მეტი არაფერი, არაფერი კეთილშობილური მიზანი თქვენ არ გამოძრავებთ“, - წერს კონსტანტინე ზარნაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727524871

სოციალური მედია

,,მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი, ერთი სიცოცხლე მაქვს და ბევრ დღედ გარდაიქმნება” - გია მურღულია

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:  „მილიარდობით თავისუფალი ნებაა და მხოლოდ ერთია ჩემი.ერთი ს...

საზოგადოება

1727522279

საზოგადოება

,,ტემპერატურა კი შედარებით დაბალი იქნება” - მეტეოროლოგის პროგნოზი

 მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.  „აჭარის სანაპირო ზოლში - მზიანი და წყნარი, დასავლეთის დაბლობზე - მზიანი, მაგრამ ქარიანი, აღმოსავლეთის ბარ...

კობა ფარტენაძე

1727517909

სოციალური მედია

,,შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!” - გიორგი მამაცაშვილი თარგამაძეს მიმართავს

გამომცემლობა „რეპორტიორის“ დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი „ქართული ოცნე...

გიორგი მამაცაშვილი

1727513702

საზოგადოება

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა.  კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტი...

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

1727511974

საზოგადოება

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქარ...

ამინდი