"არ უნდა დაგვავიწყდეს, სად არის ჩვენი ფესვები" - ექსკლუზიური ინტერვიუ რომში მცხოვრებ ემიგრანტთან

ხელოვნება, ადამიანის სულიერებისა და ღირებული ემოციების სათავეა. ამ მრავალპროფილურ სფეროში, მსოფლიოს ხალხებს შორის, გამორჩეულია საქართველო. არ არსებობს წრე, სადაც მსოფლიოს არ უღიარებია ქართული ნიჭი. ადამიანში მუსიკისა და ცეკვის სინთეზი განსხვავებულ კულტურას ქმნის და სწორედ, ეს "ზეიმი" გამოაქვს დღის სინათლეზე ემოციას. 

ჩვენი ქვეყნიდან, წლების განმავლობაში, ნელ-ნელა, "გაფრენილი წეროები", უცხო მიწაზე ცდილობენ თავის დამკვიდრებას და ამ გზაზე, სამშობლოს წარმოჩენას. ქართული ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას, ემიგრანტი თანამემამულეების დახმარებას, ემიგრაციიდან, სამშობლოში მყოფი სოციალურად შეჭირვებული, თუ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ქველმოქმედებას. ხათუნა კორძაძე ერთ-ერთი ემიგრანტია, რომელიც იტალიაში 14 წელიწადია ოჯახთან ერთად ცხოვრობს და როგორც ამბობს,  მუდმივად სიახლეების ძიებაშია. ყველაფერი რომში არსებული ქართული სამრევლოდან დაიწყო, სადაც, ქალთა გუნდში გალობდა. შემდეგ გაჩნდა ქველმოქმედების კეთების იდეა და დააარსა ასოციაცია "აბრეშუმის გზა". დღემდე მნიშვნელოვანი საქმიანობებით არის დაკავებული და თითოეული საქმე, რომელსაც ემსახურება, იდეურად, საქართველოს უკავშირდება.

 

- მუსიკალური ათწლედი დავამთავრე ოქროს მედალზე, როგორც პიანისტმა, რის შემდეგაც თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე და საფორტეპიანო მიმართულება საგუნდო-სადირიჟორო განხრით დავასრულე. მუსიკალური ჩანახატების კეთებით, ვვითარდებოდი, როგორც კომპოზიტორი. პატარაობიდანვე ცეკვის ნიჭი მაქვს, მუსიკისა და ცეკვის სინთეზმა ბევრი ახალი მიმართულება წარმოშვა ჩემში.

- და გაჩნდა ემიგრაციაში წამოსვლის საჭიროება... თითქმის 14 წლიანი ემიგრანტობის ფონზე, რამდენად მარტივია ოჯახისგან და სამშობლოსგან შორს ყოფნა?

- ადამიანებთან კომუნიკაცია მარტივად გამომდის, ენის ბარიერიც არ მქონია, სულ სწავლის პროცესში ვიყავი, რადგან მინდოდა სწრაფად მესწავლა იტალიური. ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ, მალევე მოვახერხე, რომ ოჯახი გამეერთიანებინა და ახლა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ. დიახ, საქართველოშიც და ემიგრაციაშიც გავმრავლდით და უკვე ორი შვილიშვილის ბებია გახლავართ. ჩემი გოგონა საქართველოშია, შეძლებისდაგვარად ჩამოდის ხოლმე ოჯახთან ერთად. საქართველოშიც და ემიგრაციაშიც გავმრავლდით. ამიტომაც, არ გამჭირვებია ის წლები, რაც იტალიაში, როგორც ემიგრანტმა გავატარე.

- რომის ქართულ სამრევლოში როგორ მოხვდით?

- ჩემი ჩამოსვლიდან, მალევე დაარსდა რომის სამრევლო. ახალი ჩამოსული ვიყავი. ქართველი რეგენტი, ეკატერინე კაჭარავა, რომელიც მოღვაწეობს რომში, მასთან შემთხვევით შედგა შეხვედრა (თუმცა, შემთხვევით არაფერი ხდება). ეს ღვთის ნება იყო და მე გავხდი მგალობელთა გუნდის წევრი. ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ ადამიანების, ვინც ჩემს სულიერ განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. 

- საქართველოში ყოფნის დროსაც გალობდით?

- არა, საქართველოში არ ვგალობდი, მაგრამ ვარ მუსიკოსი. პატარაობიდანვე ხელოვნებით ვიყავი დაკავებული. ყოველთვის მქონდა პატარა კომპოზიტორული ნიჭი. როგორც დედა იხსენებს, სამი წლის ასაკიდან ცეკვის და მუსიკის ნიჭი აღმომაჩნდა. დილით, როგორც კი გავიღვიძებდი, ვითხოვდი ფორტეპიანოსთან დაჯდომას. პირველი ჩემი გამოსვლა, საზოგადოების წინაშე იყო, როცა ხუთი წლის ვიყავი და ჩემი საკუთარი ჩანახატი დავუკარი, რაშიც ოქროს მედლით დამაჯილდოვეს, როგორც ყველაზე პატარა კომპოზიტორი. საბავშვო კრებულიც გავაკეთე, თუმცა, ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ, დაბეჭდვა ვერ მოვასწარი. თან, ემიგრაციის პერიოდში ძალიან რთული იყო ამის გაკეთება. ბუნებით, მებრძოლი ადამიანი ვარ და არ მყოფნის ის, რაც ვიცი და მაქვს, აქედან გამომდინარე, მუდმივად ორიენტირებული ვარ განვითარებაზე, ამაზე ბევრს ვმუშაობ. მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ.

- ამის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაში ახალი მიზნები და იდეები გაჩნდა?

- მინდოდა კიდევ რამე (ახალი) მეკეთებინა, შევქმენი ასოციაცია, სოციალური და ქველმოქმედების ხაზით "აბრეშუმის გზა", რომლის პრეზიდენტიც გახლავართ. ეს ასოციაცია იტალიაში საქართველოს წარდგენას და პოპულარიზაციას ემსახურება კულტურული მიმართულებით. როგორც შეგვიძლია ვეხმარებით ადამიანებს, ჩავატარეთ საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც რომის ერთ-ერთ ტაძარში ჩატარდა, შემოსული თანხა კი, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადავურიცხეთ. ქველმოქმედებას ბევრი საუბარი არ უყვარს, ამიტომ მხოლოდ ერთს დავსძენ, რომ ასოციაციის წევრებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანების გულების გახარებას.

 ვაპირებ, იურიდიული მიმართულებითაც გავაფართოო ასოციაცია, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც იურიდიულ საკითხებს მოუგვარებენ და სადაც, ჩვენ, შუამავლური როლი გვექნება. არ აქვს მნიშვნელობა საკითხი იურიდიული იქნება, თუ საზოგადოებრივი, ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვისაც, დახმარება დასჭირდება. ამისთვის გავერთიანდით ორი ასოციაცია და ამ მხრივაც გაფართოვდა ჩემი მოღვაწეობა იტალიაში.

- როგორც ვიცი, ხმის ჩამწერი სტუდიაც გააკეთეთ...

- იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებულ პირებს შესაბამის მომსახურებას ვერ გავუწევ, ამას არ დავარქმევდი ხმის ჩამწერ სტუდიას, რადგან ახალი დაწყებული მაქვს და ჯერჯერობით ჩემთვის ვაკეთებ მუსიკალურ ჩანაწერებს. ბევრი სიმღერა გამიშლია ხმებში, რომლებსაც არაერთი პროფესიონალი მუსიკოსისების მოწონება დაუმსახურებია. ფორტეპიანო შევიძინე, ვწერ ვიდეომასალებს და ვათავსებ სოციალურ ქსელში. ვხვდები, რომ მსმენელს მოსწონს ჩემი ნამღერი (იცინის). ამ გზით ვცდილობ ჩემი სიყვარული გადავცე ადამიანებს, მოვეფერო ჩემს ემიგრანტებს, ჩემს ემოციებს ვუნაწილებ ყველას. სამომავლოდ ვფიქრობ გაფართოებას, მოსწავლეების მიღებას და ა.შ. 

- ფაქტია, საქართველოში დაბრუნებას და თქვენი საქმიანობის სამშობლოში განვითარებას არ აპირებთ...

- რა გითხრათ?! თითქმის მთელი ოჯახით აქ ვარ, მხოლოდ გოგონა მყავს საქართველოში მისი ოჯახით (საახალწლოდ ჩამოვლენ). ემიგრაციამ ძალიან იცის მიჩვევა! ცუდი გამონათქვამია, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ 14 წელი არ არის 14 დღე. ეს უკვე იმდენად ბევრია, რომ ჩემი შვილი 6 წლიდან გამოიზარდა იტალიაში, აქ სწავლობს, იტალიელი მეგობრები ჰყავს. მინდა დავბრუნდე, მაგრამ საკუთარი თავი სად ვიპოვო საქართველოში?! სამწუხაროა, თუმცა, ჩემი თავის რეალიზება მხოლოდ იტალიაში მოვახერხე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, იმ ყველაფერს ვერ გავაკეთებ, რისი გაკეთების შესაძლებლობაც იტალიაში მომეცა. შეიძლება სულაც არ იყოს ასე, მაგრამ დღეს ასე ვფიქრობ. რასაკვირველია, საბოლოოდ ძალიან გვინდა ჩვენს მიწა-წყალს დავუბრუნდეთ, თუმცა, დღესდღეობით ამ სურათს ვერ ვხედავ. სადაც არ უნდა იყო, მთავარია ემსახურო ქვეყანას, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ საქართველოდან ხარ, ისეთი ქვეყნიდან, სადაც ყველა მხრიდან მდიდარი ხარ, შენნაირი ქვეყანა და ერი, რომ არსად გეგულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, სად არის ჩვენი ფესვები და სადაც ვიქნებით, იქ უნდა ვაკეთოთ კარგი საქმეები, იქიდან უნდა ვასახელოთ ჩვენი საქართველო!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იტალიის მხრიდან, რომ ვუხელმძღვანელო გუნდს. მათ, სურვილი აქვთ, რომ ჩემი გამოცდილება გავუზიარო, კურსის სახით მიიღონ მუსიკალური განათლება. ძალიან აინტერესებთ ქართული სიმღერები, იქნება ეს მრავალხმიანი, თუ სხვა. ვირუსულმა პერიოდმა ძალიან შეგვიშალა ხელი შემოქმედებით საქმიანობაში, თუმცა, სამომავლოდ ყველაფერი განახლდება და ჩემს გეგმებს სისრულეში მოვიყვან. რაც შეეხება რეპერტუარს, ჩემი სურვილია, რომ იყოს ინტერნაციონალური. უამრავი ნაწარმოები არსებობს საერთაშორისო, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. ამ ეტაპზე, ვემზადები, განვიხილავ შემოთავაზებას, ვფიქრობ მიღებაზე. ასევე, არ გამოვრიცხავ ბავშვებთანაც მქონდეს ურთიერთობა მუსიკალური განხრით და ა.შ. მოგეხსენებათ, უცხო ქვეყანაში არ არის მარტივი თავის დამკვიდრება და შენი პროფესიით მუშაობა. ეს წლებს და გამოცდილებას მოაქვს, ალბათ, ცოტა გამართლებასაც, რადგან საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა მოხვდე.

- როგორ აპირებთ იტალიური გუნდის ხელმძღვანელობას, არსებულ მეთოდებს გამოიყენებთ, თუ თქვენეულს დანერგავთ?

- დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაუზიარებ ადამიანებს შენს გამოცდილებას. მე ცოტა სხვანაირი კუთხით მივუდექი სწავლების საკითხს, რადგან გუნდთან დგომა და ხელმძღვანელობა არ არის მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის. ამიტომ,  მეცადინეობის შესავალი ნაწილისთვის ჩავწერე სახალისო სავარჯიშოები, რომლებიც უფრო ახალია, ასე ვთქვათ, ძველის და ახლის ნაზავია. მინდა, რომ ყველა მეცადინეობა ამ სახის ვარჯიშებით იწყებოდეს, რადგან ადამიანები მოდიოდნენ სიხარულით, პოზიტივითა და ენერგიით აღსავსენი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა გადავალთ ამ ფართო სწავლებაზე. ჩვენი ინტერვიუს დასასრულს, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო თავის საქმიანობაში, როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ. 

 

მზეკო ჟვანია - იტალია, რომი

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732216627

სოციალური მედია

„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მას დისშვილი შეეძინა.  „ჩემი პატარა ცმაცუნა დის შვილი დაიბადა“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

მომღერალი

1732213358

სოციალური მედია

„წუთ-ნახევარი გზა „სპალნიდან“ „ფეჩის“ ოთახამდე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დასავლეთ საქართველოს ზამთრის რუტინაზე საუბრობს.  „ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპ...

გიორგი კეკელიძე

1732205382

ახალი ამბები

არქეოლოგებმა მარნეულში მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც 2020 წლიდან ხორციელდება. კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდ...

არტეფაქტი აღმოაჩინეს

1732199610

სოციალური მედია

„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან.  „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...

რეპერი

1732194564

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი