ქართველი ემიგრანტი რომის ავტოსახელოსნოდან - “მაინც მაქვს იმედი, რომ შეიცვლება ეს მდგომარეობა და მეც შევძლებ ჩემს მიწაზე დაბრუნებას“

უკვე, მეორე წელიწადია ემიგრაციაში ვარ და ბოლო რამდენიმე თვეა, მეც თქვენთან ერთად ვეცნობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ქართველებს. ზოგს სოციალურ ქსელში ვაწყდები, ზოგს ქუჩაში, ზოგსაც სხვადასხვა დაწესებულებებში და ა.შ. უმეტესობა ასე, შემთხვევით მხვდება ხოლმე:

ExclusiveTV-ს დღევანდელი რესპონდენტი, ლევან ემნაძე ნამდვილად უცნაურ გარემოში აღმოვაჩინე. ემიგრანტული ტემპისთვის შესაბამისად, მეც ვჩქარობდი სამსახურისკენ, როცა ტროტუარზე მიმავალს ქართული ჰანგები შემომესმა, გზის მეორე მხარეს პროფილაქტიკა, იგივე, ავტოსახელოსნო დავინახე, ეს ადგილი  ჩემს სამსახურთან ახლოსაა და რადგან, მაშინ დრო არ მქონდა მივსულიყავი, ვიფიქრე, რომ მოგვიანებით გავესაუბრებოდი. დღეს ისევ ჩავიარე იგივე ქუჩაზე და ვნახე, რომ დაკავებული არ იყო, ვჩქარობდი, თუმცა, მაინც მივედი იმერული ხალისით მიმიღო და რამდენიმე წუთიც დამითმო:

აღმოჩნდა, რომ 15 წლის წინ, ოჯახს ხელი ჩაჰკიდა და სამშობლოდან წამოვიდა. თავდაპირველად, სახლებში, სარემონტო სამუშოებზე ხელოსნად მუშაობდა, შემდეგ ის საქმე იპოვა, რომლითაც საქართველოში ყოფნისას არჩენდა ოჯახს და ახლა რომის ერთ-ერთი პროფილაქტიკის ხელოსანია.


- თავიდან, ტოსკანაში ჩამოვედი. ჯერ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ საზღვარგარეთ წამოსვლა, შემდეგ, როცა ნელ-ნელა დავლაგდით, შვილებიც წამოვიყვანეთ და უკვე 15 წელიწადია რომში ვართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან წამოვედით, ერთხელ ვიყავით ჩასულები, დაახლოებით 7-8 წლის წინ.

- მანქანების ხელოსნად მუშაობა მას შემდეგ გადაწყვიტეთ, რაც ემიგრაციაში იმყოფებით, თუ სამშობლოშიც იგივე საქმით იყავით დაკავებული?

- საქართველოშიც მანქანების ხელოსნად ვმუშაობდი და უცხო ქვეყანაში არ გამჭირვებია სამსახურის დაწყება. თავიდან, სახლების სარემონტო სამუშაოებით ვიყავი დაკავებული, ჩემი პროფესიით მუშაობის შესაძლებლობაც მალევე გამოჩნდა, სახლის გვერდზე პროფილაქტიკა იყო და იქ დავიწყე მუშაობა ახლა რომის ამ უბანში, იტალიელების ავტო-სახელოსნოში ვმუშაობ.

- მართალია, უცხო ქვეყანაში საკუთარი საქმის აწყობა, არც ისეთი მარტივია, მაგრამ, როცა თითქმის, ორი ათეული წელიწადია ამ ქვეყანაში იმყოფებით, არ გიფიქრიათ, რომ თქვენი სახელოსნო გაგეკეთებინათ?


- მინდა, ჩემი ავტო-სახელოსნო მქონდეს, მაგრამ ვფიქრობ ვერ მოხერხდება, რადგან იტალიაში უნდა მქონდეს გავლილი შესაბამისი კურსები, რომ დიპლომიც ავიღო და შევძლო ჩემი პროფილაქტიკოს გახსნა. ეს, რომ მოვახერხო, ასეთ შემთხვევაში, მუშაობა უნდა შევწყვიტო. სამწუხაროდ, ამის დრო და შესაძლებლობა არ მაქვს, ამიტომ, მივყვები დინებას, მთავარია სამსახური მაქვს.

- 15 წელიწადზე მეტია ემიგრაციაში იმყოფებით, როგორ ხედავთ სამშობლოს შორიდან?


- იმდენად უსიამოვნო პროცესებია საქართველოში, ვუყურებ ამ ყველაფერს და მგონია, რომ, თუ სისტემა არ შეიცვალა, არაფერი ეშველება ჩვენს ხალხს. 30 წელიწადია სისტემა ვერ შეცვალეს და იმედი მაქვს, მოვა ვინმე ისეთი, ვინც ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, თორემ, დაიცალა საქართველო, ვინღა დარჩა?!  ასე, თუ გაგრძელდა, დარჩებიან მხოლოდ მოხუცები, რომლებსაც პატრონად არ ეყოლებათ არავინ. ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა, ჩვენი მომავალი თაობა, განათლებულები, სხვადასხვა რესურსის მქონე ადამიანები გაქცეულები არიან და სხვის ქვეყანაში პურის ფულისთვის ფიზიკურად მუშაობენ! საკუთარ ქვეყანაში განათლების მიღებასაც ვერ ახერხებს ზოგიერთი. უმეტესად, ვისაც ფული აქვს, განათლების მიღების შესაძლებლობაც მას აქვს. დააკვირდით და შეადარეთ: საქართველო, დღეს, საბჭოთა პერიოდში დაბრუნების გზაზე დგას, უფრო სწორად უკვე “დანიშნულების ადგილზეა”. დიახ, უკან მიექანება საქართველო, აბა, წინ რომ მიდიოდეს, მაშინ, აქ, რა მინდა?!


-  როგორც მივხვდი, სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ…

- ვაკვირდები საქართველოში არსებულ სიტუაციას და სურვილი არ მაქვს დავბრუნდე. იმედი, რომელიც ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას უკავშირდებოდა, იქ არსებულმა მოვლენებმა გამიცრუა და საბოლოოდ გამიქრო. ისეთი სისტემაა საქმეს ვერ აიწყობს ადამიანი. როცა იქ ვიყავი და ვმუშაობდი, მაშინ არ იყო არაფერი და ახლა მით უმეტეს. სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც მაქვს იმედი, რომ შეიცვლება ეს მდგომარეობა და მეც შევძლებ ჩემს მიწაზე დაბრუნებას.


მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793173231

ახალი ამბები

„მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა“ - გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმ...

დაკავება - დაკავება

1793171021

ახალი ამბები

„ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელე...

დააკავა

1793170811

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მომავლ...

შალვა პაპუაშვილი

1793169315

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს დავით მორისონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარები...

დავით სონღულაშვილი

1793167496

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე: ჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობებისა, სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ...

თორნიკე ჭეიშვილი