ალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკის მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სააკაშვილის მსგავსი დასასრული

 ზელენსკის მომავალი როგორი იქნება, ეს მეათეხარისხოვანი საკითხია იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმაგანაცხადა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიეზღვევა კორუფციისა და ომის გაჭიანურებისთვის.

„უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემების ფონზე, ზელენსკის ბედი უსახური საკითხია. ადამიანურად მეცოდება კიდევაც, ეს არის ფიასკო. როგორ დასრულდება ეს ფიასკო – მონასტირსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მსგავსად, თვითმფრინავის გაქრობით, თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, მისი გადაცემით, თუ ციხეში ჩასმით, ეს უკვე მეათეხარისხოვანი საქმეა. პოლიტიკურად ის დასრულებულია, ეს არის ნეგატიური დასასრული. არ იქნება ტრიუმფატორის წასვლა, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა და ასე შემდეგ. მას დაეწევა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეძლეს კორუფციის ნაწილში, როდესაც სამხედროებს ჰპარავდნენ; ომი სამი წელიწადის განმავლობაში გააჭიანურეს, მაშინ, როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე შეიძლებოდა მისი დასრულება და ასობით ათასი ადამიანის გადარჩენა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა. საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755155578

საზოგადოება

„გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2...

დაკავება, პოლიცია

1755155481

საზოგადოება

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოსა და საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებ...

პოლიცია

1755154880

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სააპელაციო სასამ...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

1755117496

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის ტრანზაქციებს, რომლებიც ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებლად არის საჭირო, სანქციები დროებით მოუხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დროებით გააუქმა სანქციები, რათა რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა, აშშ-ში ფული დახარჯოს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტის მხარდასაჭერად, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება....

აშშ და რუსეთი

1755116319

მსოფლიო

სიიარტო უკრაინას „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა რუსეთის ბრიანსკის ოლქში „დრუჟბას“ ნავთობსადენის „მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე“ შეტევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწე...

პიტერ სიიარტო