ირანის პრეზიდენტი არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს

 ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ბაზრებს, მეჩეთებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს წვავენ.

„ესენი არიან ტერორისტები, რომლებმაც საზღვარგარეთ წვრთნები გაიარეს. მათ დაწვეს ბაზრები რაშდსა და სხვა ქალაქებში. მათ დაწვეს მეჩეთები და კულტურული ადგილები“, - განაცხადა პეზეშკიანმა 11 იანვარს ტელევიზიით გასულ ინტერვიუში.

პეზეშკიანის თქმით, გასულ წელს ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანმა ომმა მისი ქვეყანა „ქაოსში შეიყვანა“.

„მტერს ასევე სურს ამ არეულობის გაძლიერება. როდესაც ხალხი ამ ამბავს იგებს, ამბობს, რომ ეს [ადამიანები] ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან, თუ ვინმე ამ ქვეყანას ეკუთვნის, მან უნდა გააპროტესტოს და ჩვენ მოვისმენთ მათ პროტესტს და მოვაგვარებთ ამას“, - აღნიშნა პეზეშკიანმა.

„ისინი ადგილზე წვავენ და ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს და ეს არ არის ის, რაც მისაღებია“, - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768224963

ახალი ამბები

პაატა სალია: როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონმა ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციი...

პაატა სალია

1768223668

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის გეგმაზე, რომელიც „ენჯეოებისა“ და მედიისთვის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს: იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ

„იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმაევროკომისიის გეგმაზე, რომე...

ლევან მაჭავარიანი

1768223316

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1768221814

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში ორ არასრულწლოვანს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ოზურგეთში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:...

შსს

1768221296

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან

ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტ...

ლევან მახაშვილი