ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკრონი თავისი ქმედებებით ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას - მისი ქმედებები სახიფათოა

„მაკრონი თავისი ქმედებებით ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და რეგიონულ და საერთაშორისო სისტემას ცალმხრივი ნაბიჯებისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა.
„პრეზიდენტ მაკრონს ძალიან აინტერესებს აშშ-ში პალესტინის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემის საკითხი. სწორედ ეს არ აძინებს მას ღამით. ის არ აპროტესტებს პალესტინის განათლების სისტემაში ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ გაჩაღებულ აშკარა წაქეზებას. ის ასევე არ აპროტესტებს იმ გადასახადებს, რომლებსაც პალესტინის ადმინისტრაცია „მოკალი და მიიღე გასამრჯელო“ მეთოდით ურიცხავს ტერორისტებსა და მათ ოჯახებს. ტერორისტული აქტი რაც უფრო მძიმეა, მით უფრო მაღალია პალესტინის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ჯილდო“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„მაკრონი გარედან ცდილობს ჩაერიოს კონფლიქტში, რომლის მხარეც თავად არ არის, ისე, რომ მისი ქმედებები სრულად მოწყვეტილია 7 ოქტომბრის შემდეგ შექმნილ რეალობას. მაკრონი თავისი ქმედებებით ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და რეგიონულ და საერთაშორისო სისტემას ცალმხრივი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. მისი ქმედებები სახიფათოა. ეს არ მოიტანს არც მშვიდობას და არც უსაფრთხოებას“, - დასძინა მან.
1757013877
საზოგადოებავოლსკი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხი...
1757011853
მსოფლიოჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო მილანში გლოვის დღე გამოცხადდა
მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო ქალაქში გლოვა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Il Giornale-ი იუწყება, გლოვის დღედ 8 სექტემბერი გამოცხად...
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.