ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ საკითხზე მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.
„სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, ვიდრე სრულად არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. სომხეთი კრიტერიუმებს როდესაც შეასრულებს, წევრობა გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და დამოკიდებული იმაზე, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად. მზად თუ იქნება, მაშინ სომხეთი შეიტანს განაცხადს სრულუფლებიან წევრობაზე, თუ არა – ზემოხსენებული რეფორმების განხორციელება მაინც სტრატეგიულ მიღწევად ჩაითვლება, რადგან სომხეთი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ შეუძლებელია, ერთდროულად იყო როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ისე ევროკავშირის წევრი.
„თუმცა ვიდრე ევროკავშირთან დაახლოებისა და წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმები თავსებადია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან, სომხეთის რესპუბლიკა დარჩება ამ გაერთიანების წევრად და გააგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მის წევრ ქვეყნებთან“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
1776714069
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული...
1776713174
მსოფლიოლავროვმა ირანელ კოლეგას მოუწოდა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეინარჩუნოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ა. არაღჩიმ ს.ვ. ლავროვს აცნობა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია შეერთებული შტატების მიერ ცე...
1776710338
ახალი ამბებიმაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ორივე მხარის შეცდომაა
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხები დიპლომატ...
1776708323
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
სპორტსმენების შეურაცხყოფის კამპანიას გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. „ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ...
1776703646
ახალი ამბებიმართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით
ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულია...































