პაკისტანის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა
ისლამაბადში, პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, რასაც 14 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ს საავადმყოფოს წარმომადგენელმა, დოქტორმა ანეზა ჯალილმა განუცხადა.
ჯალილის თქმით, ერთი ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა.
ხანძარი საავადმყოფოს დედათა და ბავშვთა განყოფილების მესამე სართულზე გაჩნდა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
სამაშველო ჯგუფების ცნობით, დაშავებულები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან გადაყვანილები. მათივე თქმით, იმ დროს პალატაში სულ 15 ახალშობილი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხელისუფლებას დაავალა, მომხდარზე „გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდეს“.
ისლამაბადის რაიონულმა მაგისტრატმა ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოსაძიებლად ფაქტების დამდგენი კომიტეტი შექმნა, რომელმაც ანგარიში „24 საათის განმავლობაში“ უნდა წარადგინოს.
აღსანიშნავია, რომ პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის საავადმყოფო ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო საავადმყოფოა.
1787691351
სპორტილადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, ძალოსამა 1 ბრინჯაოს და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. „პრიშტინაში მიმდ...
1787688042
მსოფლიოThe Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზ...
1787685923
მსოფლიომიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით
უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითა...
1787684396
საზოგადოებასაქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულე...
1787683564
მსოფლიოქანთრი მუსიკის ლეგენდა, დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქანთრი მუსიკის ლეგენდა, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პარტონის დისშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. თუმცა, გარ...






























