POLITICO: ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის გავლენიანი გერმანელი წევრის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო
ევროპარლამენტში გერმანიის გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული დელეგაციის ხელმძღვანელის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაიწყებს განხილვას, უნდა მოეხსნას თუ არა საპარლამენტო იმუნიტეტი ნიბლერს - „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრს - ევროპის საჯარო პროკურატურის სამსახურის მოთხოვნის შემდეგ.
ამას მოჰყვება კომიტეტის მოსმენა ნიბლერის მონაწილეობით და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი.
ევროპარლამენტის ორი ოფიციალური პირის თქმით, ევროპის საჯარო პროკურატურის სამსახური ნიბლერს ბრალს სდებს იმაში, რომ მან თანაშემწეები მძღოლებად დაიქირავა, რათა ის მშობლიური მიუნხენიდან ბრიუსელსა და სტრასბურგში ეტარებინათ - ასევე პირადი და საქმიანი შეხვედრებისთვის, რომლებიც არ უკავშირდებოდა მის საქმიანობას ევროპარლამენტის დეპუტატის რანგში.
ევროპარლამენტის წესების თანახმად, თანაშემწეებს მხოლოდ საპარლამენტო მოვალეობების შესრულებაში შეუძლიათ დახმარება.
„ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. მსურს, რომ საქმის ფაქტები მაქსიმალურად სწრაფად და სრულად გაირკვეს“, - განუცხადა ნიბლერმა POLITICO-ს.
1762597396
საზოგადოებაპატრიარქი: მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრი...
1762595668
საზოგადოებათურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსი დაათვალიერა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თურქეთის...
1762594247
საზოგადოებასოზარ სუბარი: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებაზე უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს...
1762592868
საზოგადოებაცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებსა და ფერმებს რეგულარულად აკონტროლებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოვე...
1762591079
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურის განმა...


























