„როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავისუფლებისთვის იბრძვიან, ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას“ - „კიევ პრაიდი“ ორ მარშს აანონსებს და LGBTQ+ ადამიანების დაცვისთვის კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს

უკრაინული ორგანიზაცია KYIVPRIDE – „კიევ პრაიდი“, რომელიც ქვეყანაში LGBTQI+ საკითხებზე მუშაობს, ივნისში ორ მარშს აანონსებს. ორგანიზაცია მანიფესტს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება, რომ გამარჯვების შემდეგ გადაიდოს. მანიფესტში საქართველოც არის ნახსენები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატია მთელ მსოფლიოში თავდასხმის ქვეშაა. შეერთებული შტატების, უნგრეთის და საქართველოს მაგალითები აჩვენებს, რომ LGBTQI+ უფლებებზე თავდასხმა ხშირად პირველი ნაბიჯია ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უფრო ფართო შეზღუდვისკენ”, - ნათქვამია მანიფესტში.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ იმავდროულად, როდესაც უკრაინის ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავისუფლებისთვის იბრძვიან, „ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას - ქვეყანას, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები“.
„კიევ პრაიდი“ აცხადებს, რომ ქუჩაში გამოდის LGBTQ+ ადამიანების დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის მიღების მოთხოვნით, რამდენადაც ადამიანის უფლებების დაცვა ევროინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია.
„მხოლოდ ერთად შეგვიძლია ყველა ფრონტზე გაძლება და გამარჯვება. 7 ივნისს გაიმართება საქველმოქმედო ფესტივალი „კიევ პრაიდი“, რომლის დროსაც ჩვენ შევაგროვებთ შემოწირულობებს ჩვენი დამცველებისთვის. 14 ივნისს ჩვენ გავმართავთ „მარშს კიევ პრაიდი 2025”, - წერს ორგანიზაცია.
1746893566
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. „10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა...
1746891525
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი
მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიიცირებდნენ ამ კანონს. ზუსტად იმიტომ თქვეს ევროკავშირში ამ კანონის ინიიცირებაზე უარი, რომ შემდგომშ...
1746890177
საზოგადოებაჭოუ ციენი: ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ცოტა ხნის წინ ვესტუმრე შიდა ქართლის რეგიონს და დავესწარი ორი სოფლის საფეხბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჩინეთის მხარდაჭერით აშენდა, - განაც...
1746888199
საზოგადოებაბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის...
1746886913
ახალი ამბებიხაშურში სამი ადამიანი დაჭრეს - დაკავებულია ორი პირი
ხაშურში სამი ადამიანი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდ...