ჭოუ ციენი: ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ცოტა ხნის წინ ვესტუმრე შიდა ქართლის რეგიონს და დავესწარი ორი სოფლის საფეხბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჩინეთის მხარდაჭერით აშენდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ესკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.
მისივე თქმით, მომავალში ჩინეთი მზადაა, „პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი“ პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურ განვითარებას.
„ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული პარტნიორობა აკავშირებთ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელზე მეტი გავიდა. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ცოტა ხნის წინ ვესტუმრე შიდა ქართლის რეგიონს და დავესწარი ორი სოფლის საფეხბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას, რომლებიც ჩინეთის მხარდაჭერით აშენდა საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის.
მომავალში ჩინეთი მზად არის კონკრეტული ქმედებებით დაეხმაროს ქართველ ხალხს და „პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი“ პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურ განვითარებას.
ჩინეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რომლის სხვადასხვა რეგიონს უნიკალური ეკონომიკური და კულტურული თავისებურებები აქვს. მაგალითად, სიჩუანის პროვინციის ეკონომიკა შვეიცარიისას უტოლდება.
ჩემი აზრით, ჩინეთ-საქართველოს რეგიონთაშორის თანამშრომლობაში უზარმაზარი პოტენციალი და შესაძლებლობებია. ბოლო წლებში ამ მიმართულებით თანამშრომლობა სტაბილურად ვითარდება. ამჟამად უკვე არსებობს 7 დაძმობილებული ქალაქი და რეგიონი. მალე სიჩუანის პროვინცია და თბილისიც გააფორმებენ შეთანხმებას.
საქართველოში ჩინეთის საელჩო მზად არის, აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, პრაქტიკული შედეგებისა და მეტი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























