რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის სამუდამო სამშვიდობო შეთანხმება მიღწევადია, თუმცა რთული
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს პროცესი ადვილი არ იქნება და ლიბანისგან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლებლობების გაძლიერებას მოითხოვს.
„ვფიქრობ, ლიბანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აბსოლუტურად შესაძლებელია და ასეც უნდა იყოს. ისრაელსა და ლიბანს შორის პრობლემა არა ისრაელი, ან ლიბანი, არამედ „ჰეზბოლაა“, - განაცხადა რუბიომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
„ეს ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. რა არის ჩვენი იმედი? ჩვენი იმედია, რომ ლიბანისა და ისრაელის მთავრობები ჩვენი შუამავლობით მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ ამის მისაღწევად და ეს ნიშნავს ლიბანის შეიარაღებული ძალებისა და ლიბანის მთავრობის არსებობას, რომელსაც ექნება არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობა, დაიწყოს „ჰეზბოლას“ გამოწვევა და განიარაღება“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტა გასულ თვეში გამოაცხადა და თქვა, რომ საომარი მოქმედებების სამუდამოდ დასრულების საკითხი ვაშინგტონში ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრაზე განიხილებოდა.
ჯერჯერობით ლიდერებს შორის მოლაპარაკებები არ შემდგარა, თუმცა რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ „ამ პროცესის ერთგულია“.
„ეს ადვილი არ იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორივე მხარემ განაგრძოს მოლაპარაკებები, რათა პროგრესი იყოს რაიმე სახის მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით, რომელსაც მუდმივად არ დაარღვევს „ჰეზბოლა“ და „ჰეზბოლას“ ძალადობა“, - განაცხადა მან.
1778003043
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს, აბაშის მუნიციპალიტ...
1778001741
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იუკნევიჩიენე, კუბილიუსი, კალასი, მარტა კოსი საერთოდ ვერ აღიქვამენ დღევანდელ რეალობას - ეკონომიკა, რომელიც ასე სჭირდება ევროკავშირს, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან
„საქართველომ პირდაპირი კავშირი უნდა დაამყაროს ევროკავშირში შემავალ წევრ ქვეყნებთან, ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილთან მაინც, რომელსაც საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმი ამოძრავებს და არა იდ...
1778000401
ახალი ამბები„იმაზე ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვიდრე არასდროს“ - ლუის ენრიკეს კომენტარი
მიუნხენის „ბაიერნთან“ გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი „პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. „ერთ ბურთიანი ჩამორჩენა დღევანდელ ფეხბურთში არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, ისეთი ძ...
1778000147
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თაობაზე ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ პრესრელიზს აქვეყნებს. როგორც საგარეო უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფ...
1777998461
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ინფორ...































